ᲘᲜᲓᲣᲡᲢᲠᲘᲣᲚᲘ ᲝᲑᲘᲔᲥᲢᲔᲑᲘ
ᲰᲐᲘᲓᲔᲚᲑᲔᲠᲒ ᲪᲔᲛᲔᲜᲢ ᲯᲝᲠᲯᲘᲐ
ინდუსტრიული ენერგოსისტემები და საწარმოო ავტომატიზაცია ცემენტისა და ბეტონის ქარხანაში

- ᲙᲐᲢᲔᲒᲝᲠᲘᲐ
- ინდუსტრიული ობიექტები
- ᲡᲢᲐᲢᲣᲡᲘ
- დასრულებული
პროექტის შესახებ
საქართველოში მოქმედი ცემენტისა და ბეტონის მწარმოებელი კომპანია, რომელიც სამშენებლო სექტორს მაღალი ხარისხის ცემენტია და ბეტონით ამარაგებს. კომპანია მონაწილეობს ქვეყნის მასშტაბით მსხვილ სამშენებლო პროექტებში და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ხარისხს, უსაფრთხოებასა და გამოცდილებაზე დაფუძნებულ მომსახურებას.
გამოწვევა
საწარმოს მასშტაბური ელექტრო და ავტომატიზაციის ინფრასტრუქტურა საჭიროებდა კომპლექსურ მოწყობასა და გამართულ მუშაობაში მოყვანას.
შედეგი
ინსტამ უზრუნველყო შესაბამისი ელექტრო სისტემების მონტაჟი, კაბელირება და ავტომატიზაციის პროგრამირება, რის შედეგადაც საწარმოო პროცესები გახდა უფრო ორგანიზებული, კონტროლირებადი და საიმედო.
შესრულებული სამუშაოები
- გამანაწილებელი ფარების აწყობა და მონტაჟი
- კაბელების გაყვანა და საკაბელო არხების სისტემის მონტაჟი
- სატრანსფორმატორო ქვესადგურის მონტაჟი
- განათების სისტემის მონტაჟი
- ავტომატიზაციის სისტემის მონტაჟი და პროგრამირება
- სისტემის პროგრამირება და ინსტალაცია
ᲒᲐᲥᲕᲗ ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲘ?
მოგვწერეთ და ინსტას საინჟინრო გუნდი თქვენს ობიექტზე მორგებულ გადაწყვეტას შემოგთავაზებთ.



