პირდაპირ შიგთავსზე გადასვლა
INSTA - Electrical Solutions

ᲘᲜᲓᲣᲡᲢᲠᲘᲣᲚᲘ ᲝᲑᲘᲔᲥᲢᲔᲑᲘ

ᲡᲝᲙᲐᲠᲘᲡ ᲛᲖᲘᲡ ᲔᲚᲔᲥᲢᲠᲝᲡᲐᲓᲒᲣᲠᲘᲡ ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲘ

მზის ენერგიის ეფექტური გადაწყვეტილებები „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ მდგრადი განვითარებისთვის

სოკარის მზის ელექტროსადგურის პროექტი
ᲙᲐᲢᲔᲒᲝᲠᲘᲐ
ინდუსტრიული ობიექტები
ᲡᲢᲐᲢᲣᲡᲘ
დასრულებული

პროექტის შესახებ

ინსტამ, "სოკარ ენერჯი ჯორჯიას" ერთ-ერთი ავტოგასამართი სადგურისთვის მზის ფოტოელექტრული სისტემა დაამონტაჟა. 

ნავთობპროდუქტებისა და ბუნებრივი აირის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში - "სოკარ ენერჯი ჯორჯია" 2006 წელს დაარსდა და უკვე წლებია ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა. 

"სოკარ ენერჯი ჯორჯია" დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კორპორატიულ სოციალურ პასუხისმგებლობას, რაზეც მეტყველებს კომპანიის გადაწყვეტილება ავტოგასამართ სადგურებზე დაამონტაჟოს მზის პანელების სისტემა. 

გამოწვევა

ავტოგასამართი სადგურის სპეციფიკიდან გამომდინარე, მთავარი გამოწვევა ლოკაციის რელიეფისა და დაჩრდილვის გათვალისწინებით მზის პანელების მაქსიმალურად ეფექტური მოდელირება იყო. “სოკარს ენერჯი ჯორჯიას” სჭირდებოდა პარტნიორი, რომელიც პროექტს ანალიტიკური გათვლებიდან დაწყებული, რეალურ დროში მონიტორინგის სისტემის გამართვით დაასრულებდა. 

შედეგი

ამ საინჟინრო გადაწყვეტის წყალობით, „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ ავტოგასამართმა სადგურმა მიიღო ეკოლოგიურად სუფთა, ალტერნატიული ენერგიის წყარო, რითაც კომპანიამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა მდგრადი განვითარებისკენ. 

შესრულებული სამუშაოები

  • გამომუშავებული ენერგიის წინასწარი კალკულაცია
  • დაჩრდილვის მოდელირება
  • სამაგრი სისტემების სტრუქტურული დიზაინი
  • სრული სისტემის დიზაინი
  • სამონტაჟო მასალების მიწოდება
  • მზის პანელების, კაბელების და საკაბელო არხების მონტაჟი
  • ინვერტორის მონტაჟი
  • დეტალური ტესტირება
  • Cloud პლატფორმასთან ინტეგრირება

ᲒᲐᲥᲕᲗ ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲘ?

მოგვწერეთ და ინსტას საინჟინრო გუნდი თქვენს ობიექტზე მორგებულ გადაწყვეტას შემოგთავაზებთ.

ᲓᲐᲒᲕᲘᲙᲐᲕᲨᲘᲠᲓᲘ