პირდაპირ შიგთავსზე გადასვლა
INSTA - Electrical Solutions

ᲔᲚᲔᲥᲢᲠᲝ ᲡᲐᲛᲝᲜᲢᲐᲟᲝ ᲡᲔᲠᲕᲘᲡᲔᲑᲘ

ინსტა ახორციელებს ელექტროსამონტაჟო სამუშაოებს კომერციული, სამრეწველო და საყოფაცხოვრებო დანიშნულების ობიექტებისთვის.

insta

მრავალი წლის განმავლობაში, ინსტა ახორციელებს ელექტროსამონტაჟო სამუშაოებს სხვადასხვა ტიპის ობიექტებისთვის, მათ შორის კომერციული, სამრეწველო და საყოფაცხოვრებო დანიშნულების პროექტებისთვის.

ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიამ წარმატებით განახორციელა 1000-ზე მეტი სხვადასხვა მასშტაბისა და სირთულის პროექტი. ინსტას მომხმარებლებს შორის არიან საქართველოში მოქმედი სხვადასხვა სექტორის წამყვანი კომპანიები, რომლებიც ჩვენს გამოცდილებას, პროფესიონალიზმსა და საიმედო მომსახურებას ენდობიან.

ᲡᲐᲛᲘᲖᲜᲔ ᲡᲔᲥᲢᲝᲠᲔᲑᲘ

  • სასტუმროები
  • ბანკები
  • სავაჭრო და ბიზნესცენტრები
  • საწარმოო ობიექტები
  • საზღვაო ნავსადგურები
  • ავტოსალონები
  • საცხოვრებელ კომპლექსები და სხვა ტიპის ინფრასტრუქტურულ პროექტები
  • სამედიცინო დაწესებულებები
  • ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲔᲑᲘᲡ ᲛᲐᲠᲗᲕᲐ

    კომპანიის გამოცდილი საინჟინრო გუნდი უზრუნველყოფს დამკვეთის მოთხოვნებზე მორგებული, ეფექტური გადაწყვეტილებების შემუშავებას და პროექტების განსაზღვრულ ვადებში შესრულებას. სამუშაო პროცესის განმავლობაში პროექტის მენეჯერი უზრუნველყოფს რეგულარულ ანგარიშგებას, პროცესების კოორდინაციას და მომხმარებელთან უწყვეტ კომუნიკაციას.

    კომპანიას, შესრულებული პროექტების სპეციფიკიდან გამომდინარე, გააჩნია საერთაშორისო ხელშეკრულებების (RIBA) ფარგლებში მუშაობის გამოცდილება და შესაბამისი მოთხოვნების მართვის პრაქტიკა.

  • ᲡᲐᲛᲝᲜᲢᲐᲟᲝ ᲡᲐᲛᲣᲨᲐᲝᲔᲑᲘᲡ ᲡᲞᲔᲪᲘᲤᲘᲙᲐ

    კომერციული, სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ტიპის პროექტების ელექტროსამონტაჟო სამუშაოები განსხვავდება სპეციფიკური მოთხოვნებითა და ტექნიკური სირთულით. სხვადასხვა მასშტაბისა და ამოცანის პროექტებზე მუშაობა ინსტას საინჟინრო გუნდს აძლევს გამოცდილებას, ეფექტურად მართოს კომპლექსური პროცესები და შეიმუშაოს ოპტიმალური გადაწყვეტილებები. 


  • ᲨᲔᲡᲧᲘᲓᲕᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲛᲐᲡᲐᲚᲔᲑᲘᲡ ᲛᲘᲬᲝᲓᲔᲑᲐ

    საქართველოს მასშტაბით, „ინსტა" ფლობს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ერთ-ერთ ყველაზე დიდ ლოგისტიკურ ცენტრს, სადაც მუდმივად ხელმისაწვდომია 20 000-ზე მეტი დასახელების ელექტროსამონტაჟო მასალა.

    არსებული მარაგები უზრუნველყოფს პროექტების შეუფერხებელ და დროულ განხორციელებას, რაც კომპანიას აძლევს შესაძლებლობას სწრაფად უპასუხოს მომხმარებლის მოთხოვნებს და ეფექტურად მართოს როგორც მიმდინარე, ისე ახალი პროექტები.

ᲛᲘᲛᲐᲠᲗᲣᲚᲔᲑᲔᲑᲘ

ᲛᲘᲛᲐᲠᲗᲣᲚᲔᲑᲔᲑᲘ

  • 01

    ᲔᲚᲔᲥᲢᲠᲝ ᲡᲘᲡᲢᲔᲛᲔᲑᲘᲡ ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲘᲠᲔᲑᲐ

  • 02

    ᲡᲐᲢᲠᲐᲜᲡᲤᲝᲠᲛᲐᲢᲝᲠᲝ ᲥᲕᲔᲡᲐᲓᲒᲣᲠᲘᲡ ᲛᲝᲜᲢᲐᲟᲘ

  • 03

    ᲙᲐᲑᲔᲚᲘᲠᲔᲑᲐ ᲓᲐ ᲡᲐᲙᲐᲑᲔᲚᲝ ᲙᲝᲜᲡᲢᲠᲣᲥᲪᲘᲔᲑᲘᲡ ᲛᲝᲜᲢᲐᲟᲘ

  • 04

    ᲓᲐᲛᲘᲬᲔᲑᲘᲡ ᲓᲐ ᲛᲔᲮᲐᲛᲠᲘᲓᲘᲡ ᲡᲘᲡᲢᲔᲛᲘᲡ ᲛᲝᲜᲢᲐᲟᲘ

  • 05

    ᲒᲔᲜᲔᲠᲐᲢᲝᲠᲘᲡ ᲛᲝᲜᲢᲐᲟᲘ

  • 06

    ᲣᲬᲧᲕᲔᲢᲘ ᲙᲕᲔᲑᲘᲡ ᲬᲧᲐᲠᲝᲡ ᲛᲝᲜᲢᲐᲟᲘ

  • 07

    ᲔᲚᲔᲥᲢᲠᲝ ᲒᲐᲛᲐᲜᲐᲬᲘᲚᲔᲑᲔᲚᲘ ᲤᲐᲠᲔᲑᲘᲡ ᲐᲬᲧᲝᲑᲐ ᲓᲐ ᲛᲝᲜᲢᲐᲟᲘ

  • 08

    ᲒᲐᲜᲐᲗᲔᲑᲘᲡ ᲡᲘᲡᲢᲔᲛᲘᲡ ᲛᲝᲜᲢᲐᲟᲘ

  • 09

    ᲠᲝᲖᲔᲢᲔᲑᲘᲡ ᲓᲐ ᲩᲐᲛᲠᲗᲕᲔᲚᲔᲑᲘᲡ ᲛᲝᲜᲢᲐᲟᲘ

  • 10

    ᲡᲐᲮᲐᲜᲫᲠᲝ ᲡᲘᲒᲜᲐᲚᲘᲖᲐᲪᲘᲘᲡ ᲡᲘᲡᲢᲔᲛᲘᲡ ᲛᲝᲜᲢᲐᲟᲘ

  • 11

    ᲕᲘᲓᲔᲝ ᲡᲐᲛᲔᲗᲕᲐᲚᲧᲣᲠᲔᲝ ᲡᲘᲡᲢᲔᲛᲘᲡ ᲛᲝᲜᲢᲐᲟᲘ

  • 12

    ᲒᲐᲮᲛᲝᲕᲐᲜᲔᲑᲘᲡ ᲡᲘᲡᲢᲔᲛᲘᲡ ᲛᲝᲜᲢᲐᲟᲘ

  • 13

    ᲨᲔᲜᲝᲑᲘᲡ ᲪᲔᲜᲢᲠᲐᲚᲘᲖᲔᲑᲣᲚᲘ ᲛᲐᲠᲗᲕᲘᲡ ᲡᲘᲡᲢᲔᲛᲐ (BMS) ᲛᲝᲜᲢᲐᲟᲘ ᲓᲐ ᲞᲠᲝᲒᲠᲐᲛᲘᲠᲔᲑᲐ

  • 14

    ᲒᲐᲧᲘᲓᲕᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲛᲓᲒᲝᲛᲘ ᲛᲝᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲐ

ᲒᲭᲘᲠᲓᲔᲑᲐᲗ ᲙᲝᲜᲡᲣᲚᲢᲐᲪᲘᲐ ᲗᲥᲕᲔᲜᲡ ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲖᲔ?

მოგვწერეთ და ინსტას საინჟინრო გუნდი შესაბამის გადაწყვეტას შემოგთავაზებთ.

ᲛᲝᲘᲗᲮᲝᲕᲔ ᲙᲝᲜᲡᲣᲚᲢᲐᲪᲘᲐ