პირდაპირ შიგთავსზე გადასვლა
INSTA - Electrical Solutions

ᲘᲜᲓᲣᲡᲢᲠᲘᲣᲚᲘ ᲝᲑᲘᲔᲥᲢᲔᲑᲘ

ᲑᲐᲗᲣᲛᲘᲡ ᲡᲐᲜᲐᲕᲘᲒᲐᲪᲘᲝ ᲙᲝᲨᲙᲘ

ინოვაციური მედია-სისტემები და არქიტექტურული განათება საავიაციო ობიექტზე

ბათუმის სანავიგაციო კოშკი
ᲙᲐᲢᲔᲒᲝᲠᲘᲐ
ინდუსტრიული ობიექტები
ᲡᲢᲐᲢᲣᲡᲘ
დასრულებული

პროექტის შესახებ

ბათუმის  სამეთვალყურეო კოშკი  უახლესი სანავიგაციო სისტემებითა და ფრენის უსაფრთხოებისათვის აუცილებელი ყველა სერვისით არის აღჭურვილი. 2012 წელს ბათუმის სამეთვალყურეო კოშკის დიზაინი ინსტამ განაახლა - ფასადზე დამონტაჟდა ციფრული ეკრანი, რომელზეც შესაძლებელია სხვადასხვა გრაფიკული და ციფრული გამოსახულებების, რეკლამებისა და ტექსტების განთავსება. განახლებული დიზაინის ტაუერი უნიკალურია მსოფლიოში არსებულ სამეთვალყურეო კოშკურებს შორის. 

გამოწვევა

საავიაციო ობიექტის უსაფრთხოების სტანდარტების სრული დაცვით, საჭირო იყო ბათუმის სამეთვალყურეო კოშკის გარდაქმნა ქალაქის უნიკალურ არქიტექტურულ ღირსშესანიშნაობად. მთავარ სირთულეს წარმოადგენდა ფასადზე ისეთი მედია-სისტემის მოწყობა, რომელიც ნებისმიერ კლიმატურ პირობებში უშეცდომოდ ასახავდა დინამიურ ციფრულ და გრაფიკულ გამოსახულებებს. 

შედეგი

 ტექნოლოგიური სისტემების სინქრონიზაციამ ობიექტს მისცა ადვილად კონტროლირებადი, საიმედო და ენერგოეფექტური ინფრასტრუქტურა, რამაც კოშკურა მსოფლიო მასშტაბით უნიკალურ არქიტექტურულ და მედია-პლატფორმად აქცია. 

შესრულებული სამუშაოები

  • პროგრამირება და მონტაჟი ფასადის DMX განათების

ᲒᲐᲥᲕᲗ ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲘ?

მოგვწერეთ და ინსტას საინჟინრო გუნდი თქვენს ობიექტზე მორგებულ გადაწყვეტას შემოგთავაზებთ.

ᲓᲐᲒᲕᲘᲙᲐᲕᲨᲘᲠᲓᲘ