პირდაპირ შიგთავსზე გადასვლა
INSTA - Electrical Solutions

ᲩᲕᲔᲜᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ

ინსტა 1998 წლიდან მოღვაწეობს საქართველოს ელექტრო ტექნიკურ სფეროში და სპეციალიზებულია ელექტროობის, ავტომატიზაციისა და სუსტი დენების მიმართულებით.

insta

ᲙᲝᲛᲞᲐᲜᲘᲐ

ᲡᲠᲣᲚᲘ ᲔᲚᲔᲥᲢᲠᲝᲢᲔᲥᲜᲘᲙᲣᲠᲘ ᲛᲝᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲐ ᲓᲐ ᲒᲐᲓᲐᲬᲧᲕᲔᲢᲘᲚᲔᲑᲔᲑᲘ ᲔᲠᲗᲘ ᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡᲒᲐᲜ

ინსტას ტექნიკოსები ბრენდირებულ სამოსსა და ჩაფხუტებში გამანაწილებელ ფარებთან

ინსტა 1998 წლიდან მოღვაწეობს საქართველოს ელექტრო ტექნიკურ სფეროში და სპეციალიზებულია ელექტროობის, ავტომატიზაციისა და სუსტი დენების მიმართულებით. ორგანიზაციის საქმიანობა მოიცავს სრულ საინჟინრო მომსახურებას, რაც გულისხმობს პროექტირებას, ელექტრო გამანაწილებელი ფარების წარმოებასა და სამონტაჟო სამუშაოებს.

დღეს ინსტა საქართველოში ფლობს ყველაზე დიდ ლოგისტიკურ ცენტრს, რაც კომპანიას შესაძლებლობას აძლევს უზრუნველყოს პროდუქციის სწრაფი, ეფექტური და უწყვეტი მიწოდება ქვეყნის მასშტაბით.

29 წლიანი გამოცდილებით, ინსტა წარმოადგენს სანდო საინჟინრო პარტნიორს, რომელმაც წარმატებით განახორციელა 1000-ზე მეტი პროექტი სხვადასხვა სექტორსა და მასშტაბში. კომპანიის სტრატეგიული პარტნიორობა 40-მდე საერთაშორისო ბრენდთან და ლოგისტიკურ ცენტრში არსებული 20 000-ზე მეტი დასახელების პროდუქტის ფართო არჩევანი ქმნის შესაძლებლობას, უზრუნველყოს ნებისმიერი ტექნიკური ამოცანის სწრაფი და სრულყოფილი გადაწყვეტა.

ჩვენი სამუშაო ეთიკა ეფუძნება ხარისხზე ორიენტირებას, ხარჯების ოპტიმიზაციას, მოქნილობას, კეთილგანწყობას, ეფექტურ კომუნიკაციასა და საიმედოობას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია პარტნიორებთან გრძელვადიანი და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების ჩამოყალიბება, რაც გვაძლევს შესაძლებლობას შევქმნათ ეფექტური და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტილებები.

ᲩᲕᲔᲜᲘ ᲛᲘᲡᲘᲐ

ინსტას მისიაა, ადგილობრივ ბაზარზე მოქმედ კომპანიებს შესთავაზოს მაღალი ხარისხის, უსაფრთხო და თანამედროვე საინჟინრო გადაწყვეტილებები, რომლებიც პასუხობს ინდუსტრიის განვითარებად მოთხოვნებს.

ჩვენ ვისწრაფვით ცოდნისა და პროფესიული განათლების ხელშეწყობისკენ, ინოვაციური მიდგომების დანერგვისა და კომპანიის საქმიანობის არეალის გაფართოებისკენ საქართველოსა და მთლიანად რეგიონის მასშტაბით.

თანამედროვე მრავალფუნქციური კომპლექსი - ინსტას ტიპური ობიექტი

ᲛᲐᲦᲐᲚᲘ ᲮᲐᲠᲘᲡᲮᲘᲡ, ᲣᲡᲐᲤᲠᲗᲮᲝ ᲓᲐ ᲗᲐᲜᲐᲛᲔᲓᲠᲝᲕᲔ ᲒᲐᲓᲐᲬᲧᲕᲔᲢᲘᲚᲔᲑᲔᲑᲘ

ᲒᲣᲜᲓᲘ

ᲛᲔᲜᲔᲯᲛᲔᲜᲢᲘᲡ ᲒᲣᲜᲓᲘ

კომპანიის მიმართულებებს გამოცდილი მმართველი გუნდი უძღვება.

gia bakhsoliani

გია ბახსოლიანი

დამფუძნებელი

Sandro

სანდრო ბახსოლიანი

დირექტორი

ani rostiashvili

ანი როსტიაშვილი

ფინანსური დეპარტამენტის ხელმძღვანელი

dea zanguri

დეა ზანგური

კომერციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი

metonidze

მარი მეტონიძე

ორგანიზაციული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი

qemashvili

მარიამ ქემაშვილი

მიწოდების ჯაჭვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

aleksandre

ალექსანდრე ვერულაშვილი

საინჟინრო დეპარტამენტის ხელმძღვანელი

irakli tsuladze

ირაკლი წულაძე

პროექტების განფასების მიმართულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი

nini strajevskaia

ნინი სტრაჟევსკაია

დილაითის გენერალური მენეჯერი

ᲩᲕᲔᲜᲘ ᲘᲡᲢᲝᲠᲘᲐ

1998 ᲬᲚᲘᲓᲐᲜ ᲓᲦᲔᲛᲓᲔ

  1. insta
    1998

    ინსტა პირველად დარეგისტრირდა სამი თანამშრომლის შემადგენლობით. ამავე წელს ინსტას პირველი მსხვილი კლიენტი გახდა „თბილკომბანკი“.

  2. insta
    2000

    ინსტას პირველი მონაწილეობა საერთაშორისო გამოფენაზე ქ. ბაქოში.

  3. 2005

    ინსტას პირველი სპეციალიზირებული ელექტრო საქონლის მაღაზია „Insta Profi Market“ ქ. თბილისში.

  4. 2011

    ინსტა გახდა SIEMENS Building Technologies ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, შენობის მართვის (BMS) და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების კუთხით.

  5. insta
    2012

    ექსპლუატაციაში შევიდა ინსტას ახლადაშენებული ლოგისტიკური ცენტრი და გამანაწილებელი ფარების საამქრო.

  6. 2014

    ინსტას მიენიჭა ISO 9001-ის (TÜV Süd) ხარისხის მართვის სერტიფიკატი.

  7. wall
    2016

    პერსონალის რაოდენობის ზრდასთან ერთად, გაფართოვდა და განახლდა ინსტას სათავო ოფისი.

  8. 2018

    ინსტა გახდა საქართველოსა და სომხეთში Siemens-ის ოფიციალური დისტრიბუტორი დაბალი ძაბვის, ძრავების მართვისა და ინდუსტრიული ავტომატიზაციის კუთხით.

  9. 2019

    დაარსდა ინსტას შვილობილი ბრენდი - დილაითი, რომელიც განათების მიმართულებით სრულ სერვისს და სანათების ფართო არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს.

  10. insta
    2023

    ინსტამ დაფუძნებიდან 25 წელი აღნიშნა.

ᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲔᲑᲘ

ᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲛᲝᲛᲬᲝᲓᲔᲑᲚᲔᲑᲘ

მრავალწლიანი გამოცდილების განმავლობაში, ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, ინსტამ მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა მასშტაბისა და სირთულის პროექტების განხორციელებაში. ჩვენ ვქმნით მყარ პარტნიორულ ურთიერთობებს, რომლებიც დაფუძნებულია ნდობაზე, პროფესიონალიზმსა და საერთო მიზნებზე, რაც საშუალებას გვაძლევს მომხმარებლებს შევთავაზოთ ეფექტური და საიმედო საინჟინრო გადაწყვეტილებები.

ჩვენი პარტნიორები არიან ელექტროინჟინერიის სფეროში მსოფლიო ლიდერი ბრენდები, მათ შორის SIEMENS, MENNEKES, LAPP, EATON და PRYSMIAN GROUP, რაც გვაძლევს შესაძლებლობას მომხმარებლებს შევთავაზოთ მაღალი ხარისხის, სანდო და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პროდუქტები. ინსტა სრულ საინჟინრო მომსახურებასთან ერთად, მომხმარებლებს სთავაზობს ელექტროსამონტაჟო მასალების ფართო და მრავალფეროვან ასორტიმენტს, რომელიც აკმაყოფილებს როგორც მცირე, ისე მასშტაბური პროექტების მოთხოვნებს.

ᲛᲝᲒᲕᲬᲔᲠᲔᲗ

ᲓᲐᲒᲕᲘᲢᲝᲕᲔᲗ ᲛᲝᲗᲮᲝᲕᲜᲐ

შეავსეთ ფორმა და ჩვენი გუნდი დაგიკავშირდებათ. მოთხოვნის ტიპის მიხედვით, განაცხადი შესაბამის მიმართულებას გადაეგზავნება