ᲘᲜᲓᲣᲡᲢᲠᲘᲣᲚᲘ ᲝᲑᲘᲔᲥᲢᲔᲑᲘ
ᲖᲔᲓᲐᲖᲔᲜᲘ
კომპლექსური ელექტრო და უსაფრთხოების სისტემები „ზედაზენის“ საწარმოო კომპლექსში

- ᲙᲐᲢᲔᲒᲝᲠᲘᲐ
- ინდუსტრიული ობიექტები
- ᲡᲢᲐᲢᲣᲡᲘ
- დასრულებული
პროექტის შესახებ
ლუდსახარში "ზედაზენი" ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების ერთ-ერთი ლიდერი მწარმოებელია საქართველოშო. ზედაზენის საწარმო აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით და გამოირჩევა ევროპული სტანდარტებისა და ხარისხის მუდმივი კონტროლით.
კომპანია ინსტამ ზედაზენის საწარმოს სრულყოფაში თავისი წვლილი შეიტანა და შეასრულა მთელი რიგი ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოები.
გამოწვევა
ქარხნისთვის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენდა მაღალი სიმძლავრის ენერგომომარაგების უწყვეტობის უზრუნველყოფა, ტექნიკური დაზიანებების პრევენცია და უსაფრთხოების მკაცრი ევროპული სტანდარტების დაცვა.
შედეგი
კომპლექსური საინჟინრო მიდგომის შედეგად, ქარხანამ მიიღო უმაღლესი საიმედოობის მქონე, დაცული საწარმოო ინფრასტრუქტურა, რომელიც „ზედაზენის“ შეუფერხებელ მუშაობას განაპირობებს.
შესრულებული სამუშაოები
- სატრანსფორმატორო ქვესადგურის მონტაჟი
- კაბელირება და საკაბელო კონსტრუქციების მონტაჟი
- დამიწების და მეხამრიდის სისტემის მონტაჟი
- გენერატორის და უწყვეტი კვების წყაროს მონტაჟი
- ელექტრო გამანაწილებელი ფარების აწყობა და მონტაჟი
- განათების სისტემის მონტაჟი
- როზეტების და ჩამრთველების მონტაჟი
- სახანძრო სიგნალიზაციის სისტემის მონტაჟი
- გახმოვანების სისტემის მონტაჟი
ᲒᲐᲥᲕᲗ ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲘ?
მოგვწერეთ და ინსტას საინჟინრო გუნდი თქვენს ობიექტზე მორგებულ გადაწყვეტას შემოგთავაზებთ.



