ᲒᲐᲜᲐᲗᲔᲑᲐ
განათების სისტემების პროექტირება და მონტაჟი, ტექნიკური და დეკორატიული სანათები, განათების მართვის სისტემები.

ინსტა უზრუნველყოფს მომხმარებლის მოთხოვნების შესაბამის განათების სისტემების პროექტირებასა და მონტაჟს სხვადასხვა ტიპის ობიექტებისთვის. ბაზარზე არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე ინსტამ შექმნა შვილობილი კომპანია, „დილაითი" - თანამედროვე სანათების შოურუმი, რომელიც სხვადასხვა სექტორს სთავაზობს დეკორატიული და არქიტექტურული განათების, ასევე ჩამრთველებისა და როზეტების ფართო სპექტრს.
“დილაითი“ ქართულ ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს და ადგილობრივ მომხმარებელს საერთაშორისო ბრენდების პროდუქციას აცნობს.
ამჟამად, შოურუმში წარმოდგენილია ისეთი ევროპელი მწარმოებლების ექსკლუზიური მოდელები, როგორებიცაა: Ideal Lux, Ferroluce, JUNG, Made by Hand, Karman, Zambelis, Nordlux, Faro და სხვა.
ᲛᲘᲛᲐᲠᲗᲣᲚᲔᲑᲔᲑᲘ
- “დილაითი” განათების მიმართულებით მომხმარებლებს სრულ სერვისს სთავაზობს: სანათების მრავალფეროვან არჩევანს, პროფესიონალურ კონსულტაციას, განათების კალკულაციას და ადგილზე მიწოდებას. დილაითის სერვისები მორგებულია როგორც დიზაინერებსა და არქიტექტორებზე, ასევე ინდივიდუალურ მომხმარებლებზე. გარდა ამისა, ინსტას ასორტიმენტში ხელმისაწვდომია სპეციეციფიკური გარემო პირობებისთვის განკუთვნილი, მაღალი დაცვის ხარისხის მქონე და ფეთქებადსაშიში ზონების სანათები.
- განათების მიმართულებით ინსტა თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან, რაც საშუალებას გვაძლევს მომხმარებელს შევთავაზოთ უმაღლესი ხარისხის, ინდივიდუალურ დიზაინზე მორგებული სანათები.
- ინსტა დაგეხმარებათ შიდა და გარე განათების პროექტირებასა და განათების მართვის სისტემების ინტეგრაციაში. განათების მართვის სისტემა საშუალებას გაძლევთ მართოთ როგორც ცალკეული სანათი, ასევე სანათების ჯგუფი. ასევე შესაძლებელია განათების სცენირება, რომელიც კიდევ უფრო გაზრდის შენობის ენერგოეფექტურობას.
ᲒᲭᲘᲠᲓᲔᲑᲐᲗ ᲙᲝᲜᲡᲣᲚᲢᲐᲪᲘᲐ ᲗᲥᲕᲔᲜᲡ ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲖᲔ?
მოგვწერეთ და ინსტას საინჟინრო გუნდი შესაბამის გადაწყვეტას შემოგთავაზებთ.
