ᲡᲣᲡᲢᲘ ᲓᲔᲜᲔᲑᲘ
სახანძრო უსაფრთხოება, მონაცემთა გადაცემის ქსელები, CCTV და სასტუმრო ინდუსტრიის გადაწყვეტილებები.

ინსტა უზრუნველყოფს სუსტი დენების სისტემების სრულ საინჟინრო მომსახურებას - სახანძრო უსაფრთხოებიდან და მონაცემთა გადაცემის ქსელებიდან სასტუმრო ინდუსტრიის სპეციალიზებულ გადაწყვეტილებებამდე.
დამონტაჟებული საკაბელო სისტემების ტესტირება ხორციელდება EN 50346 საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, რაც უზრუნველყოფს შესრულებული სამუშაოების ხარისხისა და შესაბამისობის კონტროლს.
ᲡᲐᲛᲘᲖᲜᲔ ᲡᲔᲥᲢᲝᲠᲔᲑᲘ
- ბანკები
- საავადმყოფოები
- სასტუმროები
- სავაჭრო ცენტრები
- და სხვა ობიექტები
ᲛᲘᲛᲐᲠᲗᲣᲚᲔᲑᲔᲑᲘ
ᲛᲘᲛᲐᲠᲗᲣᲚᲔᲑᲔᲑᲘ
- ხანძარსაწინააღმდეგო და სახანძრო სიგნალიზაციის სისტემები მორგებულია სხვადასხვა ტიპის შენობების სპეციფიკაზე, მათ შორის კომერციულ ობიექტებზე, სასტუმროებზე, მონაცემთა ცენტრებზე და სასერვერო ინფრასტრუქტურაზე. როგორც Siemens Building Technologies-ის სერტიფიცირებული პარტნიორი, ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს პროცესის სრულ ციკლს - პროექტირებას, მონტაჟს, გაშვებას, შენობის ცენტრალურ მართვის სისტემასთან (BMS) ინტეგრაციასა და შემდგომ ტექნიკურ მომსახურებას (Maintenance). ეს იძლევა უსაფრთხოების სისტემების ეფექტური, ერთიანი მართვისა და მათი ხანგრძლივი, შეუფერხებელი მუშაობის გარანტიას.
- კომპანია უზრუნველყოფს როგორც LAN & WLAN ქსელების, ასევე ახალი სტრუქტურული საკაბელო სისტემების დაგეგმვას, ინტეგრაციასა და დანერგვას არსებული ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით: პასიური ქსელის ინფრასტრუქტურა, ქსელის სერტიფიცირება, ღრუბლოვანი სერვისები, სერვერული ინფრასტრუქტურა, მონაცემთა შენახვის სისტემები, ქსელის უსაფრთხოება, მარშრუტიზაცია, კომუტაცია, Wi-Fi ინფრასტრუქტურა, IP სატელეფონო სისტემა (VoIP), აუდიო და ვიდეო კონფერენციები, პრეზენტაციის სისტემები, ფონური გახმოვანების სისტემები.
- CCTV და უსაფრთხოების სისტემები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება უსაფრთხოების სისტემებში, უზრუნველყოფს კომფორტულ და მშვიდ გარემოს. ინსტას გუნდი ახორციელებს უსაფრთხოების სისტემების პროექტირებას, მონტაჟსა და პერიოდულ ტექნიკურ მომსახურებას, რაც უზრუნველყოფს სისტემების სტაბილურ და ეფექტურ მუშაობას. მრავალწლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით ინსტა უზრრუნველყოფს თანამედროვე, ფუნქციურად გამართულ სამეთვალყურეო და დაშვების კონტროლის სისტემებს, რომლებიც ობიექტების და ინვესტიციების დაცვის გარანტია: IP და HD ვიდეომეთვალყურეობა / შეღწევის დეტექცია, დაშვების კონტროლი და ვიზიტორთა აღრიცხვა, IP და ვიდეო-ინტერკომის სისტემები.
- სასტუმრო ინდუსტრიისთვის კომპანია სრულ ელექტრო საინჟინრო გადაწყვეტებს გთავაზობთ: სასტუმროს ნომრების მართვის სისტემა (RMS), შენობის მართვის სისტემა (BMS), VOIP და ანალოგური სატელეფონო სისტემა და ინტეგრაცია HMS-ში, სასტუმროს ნომრების კარის ცენტრალიზებული მართვა და ბლოკირება, ინტერაქტიული და IPTV გადაწყვეტილება, მონაცემთა უსადენო და სადენიანი ქსელი, ქსელის კაბელების ტექნიკური შესაბამისობის ტესტირება ISO / IEC სტანდარტების მიხედვით, Wi-Fi დაფარვის სივრცის წინასწარი დაგეგმვა და აღრიცხვის სისტემა, სახანძრო სიგნალიზაცია, გახმოვანების სისტემა, განათების პროექტირება და სანათების მიწოდება.
ᲒᲭᲘᲠᲓᲔᲑᲐᲗ ᲙᲝᲜᲡᲣᲚᲢᲐᲪᲘᲐ ᲗᲥᲕᲔᲜᲡ ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲖᲔ?
მოგვწერეთ და ინსტას საინჟინრო გუნდი შესაბამის გადაწყვეტას შემოგთავაზებთ.
