ᲙᲝᲛᲔᲠᲪᲘᲣᲚᲘ ᲝᲑᲘᲔᲥᲢᲔᲑᲘ
ᲕᲐᲙᲔ ᲞᲚᲐᲖᲐ
უწყვეტი ენერგომომარაგება, IT ქსელები და შენობის ინტელექტუალური დაცვა ვაკე პლაზა-სთვის

- ᲙᲐᲢᲔᲒᲝᲠᲘᲐ
- კომერციული ობიექტები
- ᲡᲢᲐᲢᲣᲡᲘ
- დასრულებული
პროექტის შესახებ
Მრავალფუნქციური სივრცე თბილისში.
გამოწვევა
დედაქალაქის აქტიურ ბიზნესზონაში მდებარე მრავალფუნქციურ ბიზნესცენტრში (Vake Plaza) მთავარ ამოცანას საოფისე სივრცეების მაღალი სიმჭიდროვისა და ელექტროენერგიის პიკური დატვირთვების ეფექტური მართვა წარმოადგენდა. აუცილებელი იყო ისეთი შიდა ინფრასტრუქტურის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფდა კომპიუტერული ქსელების შეუფერხებელ მუშაობას, ენერგომომარაგების უწყვეტობას, შენობის ცენტრალიზებულ კონტროლსა და ავარიული სიტუაციებისგან სრულ დაცვას.
შედეგი
შედეგად, ბიზნესცენტრმა მიიღო თანამედროვე, ენერგოეფექტური და უსაფრთხო საინჟინრო პლატფორმა, რაც უზრუნველყოფს მოიჯარე კომპანიების სტაბილურ და პროდუქტიულ სამუშაო გარემოს.
შესრულებული სამუშაოები
- სადისტრიბუციო ფარების მონტაჟი
- შიდა საოფისე სივრცეების დაპროექტება და მონტაჟი
- ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის მოწყობა
- უწყვეტი კვების სისტემის (UPS) მონტაჟი
- ტექნიკური, ავარიული და საევაკუაციო განათების სისტემების მონტაჟი
- შენობის ცენტრალიზებული მართვის სისტემის მონტაჟი
- სახანძრო სიგნალიზაციის სისტემის მონტაჟი
- საევაკუაციო გახმოვანების სისტემის მონტაჟი
- კომპიუტერული ქსელის მოწყობა
ᲒᲐᲥᲕᲗ ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲘ?
მოგვწერეთ და ინსტას საინჟინრო გუნდი თქვენს ობიექტზე მორგებულ გადაწყვეტას შემოგთავაზებთ.



