ᲙᲝᲛᲔᲠᲪᲘᲣᲚᲘ ᲝᲑᲘᲔᲥᲢᲔᲑᲘ
KING DAVID
საშუალო ძაბვისა და სალტეგამტარების ინოვაციური სისტემები პრემიუმ მულტიფუნქციურ კომპლექსში

- ᲙᲐᲢᲔᲒᲝᲠᲘᲐ
- კომერციული ობიექტები
- ᲡᲢᲐᲢᲣᲡᲘ
- დასრულებული
პროექტის შესახებ
მულტიფუნქციური კომპლექი King David ქ. თბილისის ცენტრში მდებარეობს. იგი აერთიანებს ორ უნიკალურ კოშკს, საიდანაც დედაქალაქის პანორამული ხედი იშლება. ინფრასტრუქტურა მოიცავს კომერციულ და საოფისე ფართებს, პრემიუმ კლასის აპარატამენტებთან ერთად.
გამოწვევა
დიდი მოცულობის მქონე ობიექტებისთვის ერთ-ერთი მთავარი სირთულე მძლავრი დენის ნაკადების უსაფრთხო და კომპაქტური განაწილებაა, რათა თავიდან იქნას აცილებული კაბელების გადატვირთვა და ენერგიის არამიზნობრივი კარგვა. ამასთანავე, რესურსების ოპტიმალური ხარჯვისთვის საჭირო იყო სითბოსა და ელექტროენერგიის ნაკადების ზუსტი, ცენტრალიზებული კონტროლი და დამოუკიდებელი ქვესისტემების ერთიან, ჭკვიან ქსელში მოქცევა.
შედეგი
ტექნოლოგიური სისტემების ასეთმა სინქრონიზაციამ ობიექტს მისცა ენერგოეფექტური, გამჭვირვალედ კონტროლირებადი და მაღალი გამტარობის მქონე ინფრასტრუქტურა, სადაც რესურსების ხარჯვა და უსაფრთხოება სრულად ავტომატიზებულია.
შესრულებული სამუშაოები
- საშუალო ძაბვის ქვესადგურის მიწოდება/მონტაჟი
- მთავარი გამანაწილებელი ფარისა და ქვეფარების აწყობა/მონტაჟი
- სალტეგამტარების სისტემის დაპროექტება/მონტაჟი
- სახანძრო სიგნალიზაციის სისტემის მიწოდება/მონტაჟი (Siemens)
- BMS სისტემის დანერგვა (Siemens)
- სითბოს ნაკადის და ენერგიის აღრიცხვის სისტემის მოწოდება/მონტაჟი
- სხვადასხვა ტიპის ელექტრული ქვესისტემების მონტაჟი
ᲒᲐᲥᲕᲗ ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲘ?
მოგვწერეთ და ინსტას საინჟინრო გუნდი თქვენს ობიექტზე მორგებულ გადაწყვეტას შემოგთავაზებთ.



