პირდაპირ შიგთავსზე გადასვლა
INSTA - Electrical Solutions

ᲙᲝᲛᲔᲠᲪᲘᲣᲚᲘ ᲝᲑᲘᲔᲥᲢᲔᲑᲘ

ᲗᲔᲒᲔᲢᲐ ᲛᲝᲢᲝᲠᲡᲘ - ᲡᲐᲗᲐᲕᲝ ᲝᲤᲘᲡᲘ

მაღალი დატვირთვის ელექტროქსელები და ავტონომიური კვება „თეგეტა მოტორსის“სათავო ოფისისთვის

თეგეტა მოტორსი სათავო ოფისი
ᲙᲐᲢᲔᲒᲝᲠᲘᲐ
კომერციული ობიექტები
ᲡᲢᲐᲢᲣᲡᲘ
დასრულებული

პროექტის შესახებ

“თეგეტა მოტორსი “არის ბიზნეს ჯგუფი, რომელიც ავტომობილების ინდუსტრიასთან დაკავშირებულ ყველა სახის საქმიანობას აწარმოებს და მომხმარებელს სთავაზობს მაღალი ხარისხის, პროფესიონალურ მომსახურებას. საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში ლიდერი კომპანიაა საავტომობილო პროდუქტებისა და მომსახურების დარგში. 

გამოწვევა

საავტომობილო ინდუსტრიის რეგიონული ლიდერის მრავალფუნქციურ ცენტრებში მთავარ გამოწვევას მაღალენერგოტევადი საწარმოო და სერვის-აპარატურის უსაფრთხო, დაბალანსებული ენერგომომარაგება წარმოადგენს. საჭირო გახდა ისეთი ელექტროინფრასტრუქტურის შექმნა, რომელიც გაუძლებდა მძიმე სამუშაო დატვირთვებს, აირიდებდა ქსელურ ხარვეზებს და უზრუნველყოფდა მომსახურების პროცესის უწყვეტობას გარე ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაშიც კი. 

შედეგი

შესრულებული სამუშაოების შედეგად, კომპანიამ მიიღო მაღალ დატვირთვებზე გათვლილი, უსაფრთხო საინჟინრო ინფრასტრუქტურა, რამაც ავტოცენტრის უწყვეტი და ეფექტური ფუნქციონირება გახადა შესაძლებელი. 

შესრულებული სამუშაოები

  • მთავარი გამანაწილებელი ფარისა და ქვეფარების აწყობა/მონტაჟი
  • ყველა სახის ელექტროსამონატაჟო სამუშაოები
  • სანათების მონტაჟი
  • მიწოდება/მონტაჟი (დიზელ-გენერატორი)

ᲒᲐᲥᲕᲗ ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲘ?

მოგვწერეთ და ინსტას საინჟინრო გუნდი თქვენს ობიექტზე მორგებულ გადაწყვეტას შემოგთავაზებთ.

ᲓᲐᲒᲕᲘᲙᲐᲕᲨᲘᲠᲓᲘ