ᲙᲝᲛᲔᲠᲪᲘᲣᲚᲘ ᲝᲑᲘᲔᲥᲢᲔᲑᲘ
ᲗᲔᲒᲔᲢᲐ ᲒᲔᲖᲘ
ეკოლოგიური ენერგოსისტემები, მზის პანელები და შენობის ცენტრალიზებული მართვა Tegeta GEZ-ში

- ᲙᲐᲢᲔᲒᲝᲠᲘᲐ
- კომერციული ობიექტები
- ᲡᲢᲐᲢᲣᲡᲘ
- დასრულებული
პროექტის შესახებ
თეგეტა მოტორსის გეზის ფილიალი წარმოადგენს თანამედროვე ავტოსერვისისა და ტექნიკური მომსახურების სივრცეს. ფილიალი მომხმარებლებს სთავაზობს ავტომობილებისა და კომერციული ტრანსპორტის სრულ ტექნიკურ მომსახურებას, მათ შორის სერვისს, დიაგნოსტიკასა და სპეციალიზებულ სამუშაოებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
გამოწვევა
მძიმე და კომერციული ტრანსპორტის მაღალენერგოტევად სერვისცენტრში მთავარ ამოცანას მაღალი საექსპლუატაციო დატვირთვების ეფექტური მართვა, ენერგოეფექტურობის ამაღლება და შენობის პროცესების სრული ავტომატიზაცია წარმოადგენდა. საჭირო გახდა ისეთი საინჟინრო ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომელიც უზრუნველყოფდა ობიექტის ენერგოდამოუკიდებლობას, საწარმოო უსაფრთხოებასა და განათებისა თუ ელექტროქსელის ცენტრალიზებულ კონტროლს.
შედეგი
შედეგად, გეზის ფილიალმა მიიღო ენერგოეფექტური, ეკოლოგიური და ავტომატიზებული საინჟინრო ბაზა, რაც უზრუნველყოფს სერვისცენტრის შეუფერხებელ და უსაფრთხო მუშაობას.
შესრულებული სამუშაოები
- ტრანსფორმატორული ქვესადგური
- ელექტროენერგიის გამანაწილებელი ფარები
- ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელი
- განათების დიზაინი და მონტაჟი
- განათების ცენტრალიზებული მართვის სისტემა
- ავარიული და საევაკუაციო განათების სისტემა
- სტრუქტურირებული საკაბელო სისტემა
- სახანძრო სიგნალიზაციის სისტემა
- ხმოვანი საევაკუაციო შეტყობინების სისტემა
- ფონური მუსიკის სისტემა (BGM)
- მზის ფოტოელექტრული სისტემა (მზის პანელები)
- შენობის მართვის ავტომატიზებული სისტემა (BMS)
ᲒᲐᲥᲕᲗ ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲘ?
მოგვწერეთ და ინსტას საინჟინრო გუნდი თქვენს ობიექტზე მორგებულ გადაწყვეტას შემოგთავაზებთ.



