პირდაპირ შიგთავსზე გადასვლა
INSTA - Electrical Solutions

ᲡᲐᲡᲢᲣᲛᲠᲝᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲛᲐᲡᲞᲘᲜᲫᲚᲝᲑᲐ

TBILISI PHILHARMONIC HOTEL BY MERCURE

სრული საინჟინრო ეკოსისტემა, BMS მართვა და უსაფრთხოების სისტემები Tbilisi Philharmonic by Mercure Hotel-ში

Tbilisi Philharmonic Hotel By Mercure
ᲙᲐᲢᲔᲒᲝᲠᲘᲐ
სასტუმროები და მასპინძლობა
ᲡᲢᲐᲢᲣᲡᲘ
დასრულებული

პროექტის შესახებ

Tbilisi Philharmonic by Mercure Hotel მდებარეობს თბილისის ისტორიულ ნაწილში,  რომელიც აერთიანებს არქიტექტურულ მემკვიდრეობასა და თანამედროვე კომფორტს. სასტუმრო სტუმრებს სთავაზობს 120 თანამედროვე ნომერს, მაღალი ხარისხის მომსახურებას, რესტორანს, ბარს, ფიტნეს სივრცესა და ღონისძიებებისთვის განკუთვნილ შეხვედრების ოთახებს. მისი ცენტრალური მდებარეობა იდეალურია როგორც საქმიანი, ისე დასასვენებელი ვიზიტებისთვის. 

გამოწვევა

დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში მდებარე საერთაშორისო ბრენდის (Mercure) სასტუმროში მთავარ საინჟინრო ამოცანას ისტორიული არქიტექტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება და თანამედროვე, მრავალფუნქციური ინფრასტრუქტურის ორგანული ინტეგრაცია წარმოადგენდა. საჭირო გახდა ისეთი სისტემების მოწყობა, რომლებიც 120-ნომრიან სასტუმროში უზრუნველყოფდნენ ენერგომომარაგების 100%-იან უწყვეტობას, სტუმრების უსაფრთხოებასა და შენობის ყველა ინჟინერიის ცენტრალიზებულ, მარტივ მართვას. 

შედეგი

პროექტის რეალიზებით სასტუმრომ მიიღო მაღალი საიმედოობის საინჟინრო გარსი, რაც Mercure-ის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის, უსაფრთხო და შეუფერხებელ ფუნქციონირებას იძლევა. 

შესრულებული სამუშაოები

  • ტრანსფორმატორული ქვესადგურის მონტაჟი
  • საკაბელო სისტემისა და საკაბელო საყრდენი კონსტრუქციების მონტაჟი
  • დამიწებისა და მეხამრიდი სისტემის მონტაჟი
  • გენერატორისა და UPS სისტემის მონტაჟი
  • სადისტრიბუციო ფარების აწყობა და მონტაჟი
  • განათების სისტემის მონტაჟი
  • ელექტრო ჩამრთველებისა და როზეტების მონტაჟი
  • სახანძრო სიგნალიზაციის სისტემის მონტაჟი
  • CCTV ვიდეომეთვალყურეობისა და დაშვების კონტროლის სისტემების მონტაჟი
  • მონაცემთა ქსელების (Data Networks) მონტაჟი
  • საჯარო შეტყობინებისა და გახმოვანების სისტემის მონტაჟი
  • ცენტრალიზებული მართვის სისტემის მონტაჟი და პროგრამირება

ᲒᲐᲥᲕᲗ ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲘ?

მოგვწერეთ და ინსტას საინჟინრო გუნდი თქვენს ობიექტზე მორგებულ გადაწყვეტას შემოგთავაზებთ.

ᲓᲐᲒᲕᲘᲙᲐᲕᲨᲘᲠᲓᲘ