ᲡᲐᲡᲢᲣᲛᲠᲝᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲛᲐᲡᲞᲘᲜᲫᲚᲝᲑᲐ
PARAGRAPH GOLF & SPA RESORT TABORI HILL
მრავალფუნქციური ტექნოლოგიური არქიტექტურა და მართვის ციფრული ქსელი Paragraph Tabori-ში

- ᲙᲐᲢᲔᲒᲝᲠᲘᲐ
- სასტუმროები და მასპინძლობა
- ᲡᲢᲐᲢᲣᲡᲘ
- დასრულებული
პროექტის შესახებ
Paragraph Golf & Spa Tabori აერთიანებს ბუნებრივ გარემოსა და გამორჩეულ სტუმარმასპინძლობას. სასტუმრო სტუმრებს სთავაზობს პრემიუმ კლასის სპა გამოცდილებას, გოლფის უნიკალურ ინფრასტრუქტურას, პანორამულ ხედებსა და დახვეწილ სივრცეებს დასვენებისა და საქმიანი შეხვედრებისთვის.
გამოწვევა
მაღალმთიან რელიეფზე განთავსებულ Paragraph-ის პრემიუმ კლასის გოლფ და სპა კომპლექსში მთავარ საინჟინრო ამოცანას ვრცელი ტერიტორიის, სპა ზონებისა და გოლფის ინფრასტრუქტურის უწყვეტი, უსაფრთხო ენერგომომარაგება წარმოადგენდა. რთული ლანდშაფტისა და კლიმატური ფაქტორების გათვალისწინებით, აუცილებელი იყო ელექტროქსელის სრული რეზერვირება და უსაფრთხოების/მართვის სისტემების ერთიან, ჭკვიან არქიტექტურაში მოქცევა.
შედეგი
შედეგად, კომპლექსმა მიიღო უმაღლესი საიმედოობის მქონე საინჟინრო ბაზა, რომელიც ავტომატურ რეჟიმში უზრუნველყოფს ობიექტის უსაფრთხო, ენერგოეფექტურ და შეუფერხებელ ფუნქციონირებას.
შესრულებული სამუშაოები
- ტრანსფორმატორული ქვესადგურის მონტაჟი
- საკაბელო სისტემისა და საკაბელო საყრდენი სისტემის მონტაჟი
- დამიწებისა და მეხამრიდი სისტემის მონტაჟი
- გენერატორისა და UPS სისტემის მონტაჟი
- სადისტრიბუციო ფარების აწყობა და მონტაჟი
- განათების სისტემის მონტაჟი
- ელექტრო ჩამრთველებისა და როზეტების მონტაჟი
- სახანძრო სიგნალიზაციის სისტემის მონტაჟი
- CCTV ვიდეომეთვალყურეობისა და დაშვების კონტროლის სისტემების მონტაჟი
- მონაცემთა ქსელების მონტაჟი
- საჯარო შეტყობინებისა და გახმოვანების სისტემის მონტაჟი
- ცენტრალიზებული მართვის სისტემის მონტაჟი და პროგრამირება
ᲒᲐᲥᲕᲗ ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲘ?
მოგვწერეთ და ინსტას საინჟინრო გუნდი თქვენს ობიექტზე მორგებულ გადაწყვეტას შემოგთავაზებთ.



