ᲡᲐᲡᲢᲣᲛᲠᲝᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲛᲐᲡᲞᲘᲜᲫᲚᲝᲑᲐ
ᲡᲐᲡᲢᲣᲛᲠᲝ ᲡᲔᲕᲡᲐᲛᲝᲠᲐ
კომპლექსური საინჟინრო ინფრასტრუქტურა სასტუმრო "სევსამორა"-ს შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის

- ᲙᲐᲢᲔᲒᲝᲠᲘᲐ
- სასტუმროები და მასპინძლობა
- ᲡᲢᲐᲢᲣᲡᲘ
- დასრულებული
პროექტის შესახებ
Sevsamora Resort & Spa თბილისთან ახლოს - საგურამოში მდებარე 4 ვარსკვავიანი სასტუმროა, რომელიც ვიზიტორებს მაღალ სტანდარტებზე მორგებული სერვისითა და 33 კომფორტული ნომრით უმასპინძლდება. თანამედროვე დეკორაციებით გაფორმებული კომფორტული გარემო იდეალური არჩევანია ქალაქის ხმაურისაგან თავის დაღწევისა და განტვირთვისთვის.
კომპანია ინსტას ჩართულობით, Sevsamora Resort & Spa-სთვის შეიქმნა და განხორციელდა სტანდარტების შესაბამისი ელექტროსაინჟინრო პროექტი.
გამოწვევა
ქალაქგარეთ მდებარე საავტორო სასტუმროსთვის მთავარი ამოცანა გარე ქსელებისგან დამოუკიდებელი, უწყვეტი ენერგომომარაგების შექმნა და სტუმრების აბსოლუტური უსაფრთხოების გარანტირება იყო. საჭირო გახდა ისეთი საინჟინრო ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომელიც ერთ სივრცეში გააერთიანებდა საავარიო კვებას, საევაკუაციო სისტემებსა და შენობის ენერგოეფექტურ ცენტრალიზებულ მართვას.
შედეგი
სისტემების ასეთმა სინქრონიზაციამ კომპლექსი აღჭურვა ადვილად კონტროლირებადი და მდგრადი საინჟინრო ბაზით, რომელიც სრულად პასუხობს პრემიუმ კლასის ობიექტის საოპერაციო მოთხოვნებს.
შესრულებული სამუშაოები
- დაბალი ძაბვის გამანაწილებელი კარადა
- სახანძრო სიგნალიზაციის სისტემა
- ავარიული და სარეზერვო დიზელ გენერატორის კვების განაწილება
- საევაკუაციო განათება
- ჩამიწება
- მეხამრიდი
- კომპიუტერული ქსელი
- უკაბელო ქსელი
- საევაკუაციო ხმოვანი მაუწყებლობის სისტემა
- ფონური გახმოვანების სისტემა
- შეღწევის საწინააღმდეგო სისტემა
- ვიდეო მეთვალყურეობის სისტემა
ᲒᲐᲥᲕᲗ ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲘ?
მოგვწერეთ და ინსტას საინჟინრო გუნდი თქვენს ობიექტზე მორგებულ გადაწყვეტას შემოგთავაზებთ.



