პირდაპირ შიგთავსზე გადასვლა
INSTA - Electrical Solutions

ᲡᲐᲡᲢᲣᲛᲠᲝᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲛᲐᲡᲞᲘᲜᲫᲚᲝᲑᲐ

ᲡᲐᲡᲢᲣᲛᲠᲝ ᲛᲝᲥᲡᲘ

Marriott-ის სტანდარტების შესაბამისი ენერგომომარაგება და უსაფრთხოების სისტემები

სასტუმრო მოქსი
ᲙᲐᲢᲔᲒᲝᲠᲘᲐ
სასტუმროები და მასპინძლობა
ᲡᲢᲐᲢᲣᲡᲘ
დასრულებული

პროექტის შესახებ

MOXY არის Marriott-ის ბრენდის, ბუტიკის კონცეფციის სასტუმრო. Moxy Tbilisi-ში ვიზიტისას თქვენ დაგხვდებათ თანამედროვე ავეჯთან შეხამებული, ღია და ნათელი ლობი შეხვედრისთვის გამოყოფილი სივრცით. 

გამოწვევა

ობიექტის სპეციფიკიდან გამომდინარე, მთავარი სირთულე ენერგომომარაგების უწყვეტობის უზრუნველყოფა და უამრავი დამოუკიდებელი სისტემის (უსაფრთხოება, განათება, ქსელები) ერთ სივრცეში ეფექტური მართვა იყო. ამოცანა მოითხოვდა ერთიანი, ჭკვიანი ინფრასტრუქტურის შექმნას, სადაც შენობის ავტომატიზაცია და უსაფრთხოების კონტროლი შეუფერხებლად იმუშავებდა. 

შედეგი

ამ საინჟინრო გადაწყვეტით ობიექტზე შეიქმნა ენერგეტიკულად დაცული, სრულად ავტომატიზებული და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ჭკვიანი ინფრასტრუქტურა. 

შესრულებული სამუშაოები

  • დაბალი ძაბვის გამანაწილებელი ფარი
  • უწყვეტი კვების წყაროს(UPS) მიწოდება/მონტაჟი
  • მეხამრიდისა და დამიწების მოწყობა
  • BMS სისტემის დანერგვა (სიმენსი)
  • სახანძრო სიგნალიზაციის, ვიდეომეთვალყურეობის და გახმოვანების სისტემების მიწოდება/მონტაჟი
  • სანათების მიწოდება/მონტაჟი
  • სტრუქტურული კაბელირება
  • ქსელის სერტიფიცირება

ᲒᲐᲥᲕᲗ ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲘ?

მოგვწერეთ და ინსტას საინჟინრო გუნდი თქვენს ობიექტზე მორგებულ გადაწყვეტას შემოგთავაზებთ.

ᲓᲐᲒᲕᲘᲙᲐᲕᲨᲘᲠᲓᲘ