ᲡᲐᲡᲢᲣᲛᲠᲝᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲛᲐᲡᲞᲘᲜᲫᲚᲝᲑᲐ
ᲡᲐᲡᲢᲣᲛᲠᲝ ᲒᲣᲓᲐᲣᲠᲘ ᲚᲝᲯᲘ
სრული ენერგოავტონომია და ელექტროსაინჟინრო ინფრასტრუქტურა Gudauri Lodge-ისთვის

- ᲙᲐᲢᲔᲒᲝᲠᲘᲐ
- სასტუმროები და მასპინძლობა
- ᲡᲢᲐᲢᲣᲡᲘ
- დასრულებული
პროექტის შესახებ
გუდაური ლოჯი ზღვის დონიდან 2 000 მეტრზე, კავკასიონის მთების უნიკალურ გარემოში მდებარე პრემიუმ კლასის სასტუმროა, რომელიც აერთიანებს თანამედროვე დიზაინს, კომფორტსა და გამორჩეულ სამთო გამოცდილებას. სასტუმრო სტუმრებს სთავაზობს მაღალი დონის ნომრებს, სპა და ველნეს სივრცეებს, რესტორანსა და სათხილამურო ინფრასტრუქტურასთან პირდაპირ წვდომას, რაც მას იდეალურ არჩევანად აქცევს დასვენებისა და აქტიური მოგზაურობისთვის.
გამოწვევა
მკაცრ კლიმატურ პირობებსა და მაღალმთიან რელიეფზე განთავსებულ სასტუმროში მთავარ ამოცანას ექსტრემალური ამინდის (ყინვა, დიდთოვლობა, ელვა) მიუხედავად, ელექტროქსელის სრული მდგრადობა და სტუმრების უსაფრთხოება წარმოადგენდა. საჭირო გახდა ისეთი საინჟინრო არქიტექტურის გამართვა, რომელიც გაუძლებდა ძაბვის მკვეთრ ცვალებადობას და სათხილამურო კომპლექსის მაღალენერგოტევად ინფრასტრუქტურას სტაბილურად მოემსახურებოდა.
შედეგი
ამ კომპლექსურმა მიდგომამ მაღალმთიან კლიმატში ობიექტის სრული ენერგოდამოუკიდებლობა და სტუმრებისთვის უსაფრთხო, კომფორტული გარემოს უწყვეტი შენარჩუნება გახადა შესაძლებელი.
შესრულებული სამუშაოები
- საშუალო ძაბვის (MV) ქვესადგურის მიწოდება და მონტაჟი
- ყველა ტიპის დაბალი ძაბვის (LV) ელექტრო სამუშაოების შესრულება
- დამიწებისა და მეხამრიდი სისტემის მონტაჟი
- ტრანსფორმატორული ქვესადგურის მონტაჟი
- საკაბელო სისტემისა და საკაბელო ტრანინგის (Cable Trunking) სისტემის მონტაჟი
- გენერატორის მონტაჟი
- UPS სისტემის მონტაჟი
- სადისტრიბუციო ფარების აწყობა და მონტაჟი
- განათების სისტემის მონტაჟი
- ელექტრო ჩამრთველებისა და როზეტების მონტაჟი
- სახანძრო სიგნალიზაციის სისტემის მონტაჟი
- მონაცემთა ქსელების (Data Networks) მონტაჟი
ᲒᲐᲥᲕᲗ ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲘ?
მოგვწერეთ და ინსტას საინჟინრო გუნდი თქვენს ობიექტზე მორგებულ გადაწყვეტას შემოგთავაზებთ.



