პირდაპირ შიგთავსზე გადასვლა
INSTA - Electrical Solutions

ᲙᲝᲛᲔᲠᲪᲘᲣᲚᲘ ᲝᲑᲘᲔᲥᲢᲔᲑᲘ

ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲑᲐᲜᲙᲘᲡ ᲡᲐᲗᲐᲕᲝ ᲝᲤᲘᲡᲘ

უწყვეტი ენერგომომარაგება და ჭკვიანი მართვა საქართველოს ბანკის ცენტრალური ოფისისთვის

Საქართველოს ბანკის სათავო ოფისი
ᲙᲐᲢᲔᲒᲝᲠᲘᲐ
კომერციული ობიექტები
ᲡᲢᲐᲢᲣᲡᲘ
დასრულებული

პროექტის შესახებ

საქართველოს ბანკის სათავო ოფისი -საბანკო და ფინანსური მომსახურების სფეროში საქართველოს  ერთ-ერთი წამყვანი კომპანია. 

გამოწვევა

უმთავრესი ამოცანა გარე ქსელებიდან დამოუკიდებელი, 100%-ით საიმედო ენერგომომარაგება და შენობის ეფექტური მართვა იყო. ელექტროენერგიის წამიერ ხარვეზსაც კი შეუძლია გამოიწვიოს ფინანსური სისტემების შეფერხება და მასშტაბური ზარალი, რაც მოითხოვდა უმაღლესი კლასის რეზერვირებისა და ჭკვიანი კონტროლის დანერგვას. 

შედეგი

სამუშაოების დასრულების შემდეგ, ობიექტი აღიჭურვა უწყვეტი ენერგომომარაგებისა და ციფრული კონტროლის ერთიანი ქსელით, რაც უზრუნველყოფს ბანკის ცენტრალური ჰაბის სტაბილურ და უსაფრთხო მუშაობას. 

შესრულებული სამუშაოები

  • საშუალო ძაბვის ქვესადგურის მიწოდება/მონტაჟი
  • მთავარი გამანაწილებელი ფარისა და ქვეფარების აწყობა/მონტაჟი
  • ავარიული კვების წყაროს მიწოდება/მონტაჟი - დიზელ-გენერატორი
  • BMS სისტემის დანერგვა
  • სახანძრო სიგნალიზაციის სისტემის მონტაჟი
  • სანათების მიწოდება/მონტაჟი
  • ყველა სახის დაბალი ძაბვის ელექტროსამონატაჟო სამუშაოები

ᲒᲐᲥᲕᲗ ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲘ?

მოგვწერეთ და ინსტას საინჟინრო გუნდი თქვენს ობიექტზე მორგებულ გადაწყვეტას შემოგთავაზებთ.

ᲓᲐᲒᲕᲘᲙᲐᲕᲨᲘᲠᲓᲘ