ᲡᲐᲡᲢᲣᲛᲠᲝᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲛᲐᲡᲞᲘᲜᲫᲚᲝᲑᲐ
ᲠᲐᲛᲐᲓᲐ ᲔᲜᲙᲝᲠ ᲗᲑᲘᲚᲘᲡᲘ
სრულად ავტომატიზებული საინჟინრო-ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა რამადა ენკორ თბილისში

- ᲙᲐᲢᲔᲒᲝᲠᲘᲐ
- სასტუმროები და მასპინძლობა
- ᲡᲢᲐᲢᲣᲡᲘ
- დასრულებული
პროექტის შესახებ
რამადა ენკორ თბილისი სასტუმროთა საერთაშორისო ბრენდია, გულთბილი და მეგობრული გარემოთი, რომელიც მუდმივად პროფესიონალურ და სანდო მომსახურებას სთავაზობს მომხმარებელს.
გამოწვევა
პროექტის მასშტაბი მოითხოვდა ისეთ გადაწყვეტას, რომელიც ერთ სივრცეში მოაქცევდა როგორც პირველად ენერგოინფრასტრუქტურას, ისე შენობის ავტომატიზაციასა და უსაფრთხოებას, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული სისტემური შეფერხებები და გადახურება.
შედეგი
კომპლექსური საინჟინრო მიდგომის შედეგად, ობიექტი აღიჭურვა მაღალი საიმედოობის მქონე, სრულად ავტომატიზებული და ენერგეტიკულად დაცული სისტემით, რომელიც უზრუნველყოფს შენობის უსაფრთხო და შეუფერხებელ ფუნქციონირებას.
შესრულებული სამუშაოები
- საშუალო ძაბვის ქვესადგურის მიწოდება და მონტაჟი
- მთავარი გამანაწილებელი ფარისა და ქვეფარების მონტაჟი
- სახანძრო სიგნალიზაციის სისტემის მიწოდება/მონტაჟი (Siemens)
- BMS სისტემის დანერგვა (Siemens)
- სანათების მიწოდება/მონტაჟი
- უწყვეტი კვების წყაროს მიწოდება/მონტაჟი
- ყველა სახის ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოების განხორციელება
ᲒᲐᲥᲕᲗ ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲘ?
მოგვწერეთ და ინსტას საინჟინრო გუნდი თქვენს ობიექტზე მორგებულ გადაწყვეტას შემოგთავაზებთ.



