პირდაპირ შიგთავსზე გადასვლა
INSTA - Electrical Solutions

ᲙᲝᲛᲔᲠᲪᲘᲣᲚᲘ ᲝᲑᲘᲔᲥᲢᲔᲑᲘ

ᲤᲝᲠᲓᲘᲡ ᲪᲔᲜᲢᲠᲘ ᲗᲑᲘᲚᲘᲡᲘ

მულტიფუნქციური ელექტროინფრასტრუქტურა და IT ქსელები „ფორდი ცენტრი თბილისში“

ფორდის ცენტრი თბილისი
ᲙᲐᲢᲔᲒᲝᲠᲘᲐ
კომერციული ობიექტები
ᲡᲢᲐᲢᲣᲡᲘ
დასრულებული

პროექტის შესახებ

ფორდის ცენტრი თბილისი, საქართველოში ფორდის მანქანების ოფიციალური წარმომადგენელია. კომპანია ინსტამ, ფორდის ცენტრში, მთელი რიგი ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოები შეასრულა. 

გამოწვევა

საერთაშორისო ბრენდის ავტოცენტრებში, სადაც ერთ სივრცეშია გაერთიანებული შოურუმი და სადიაგნოსტიკო-სერვისის ზონა, მთავარ გამოწვევას ტექნოლოგიური მულტიფუნქციურობა წარმოადგენდა. საჭირო იყო საინჟინრო ქსელის მოწყობა, რომელიც ერთდროულად უზრუნველყოფდა მძიმე სერვისული მოწყობილობების სტაბილურ კვებას, ციფრული მონაცემების უსწრაფეს მიმოცვლას და შენობის მაღალ ელექტროუსაფრთხოებას ბრენდის მკაცრი ვიზუალური ესთეტიკის სრული დაცვით. 

შედეგი

შესრულებული სამუშაოების შედეგად, ობიექტი აღიჭურვა მაღალი საიმედოობის მქონე საინჟინრო ეკოსისტემით, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში Ford-ის სტანდარტების ცენტრის უსაფრთხო და შეუფერხებელ ექსპლუატაციას გარანტირებულს ხდის. 

შესრულებული სამუშაოები

  • კაბელირება და საკაბელო კონსტრუქციების მონტაჟი
  • დამიწების და მეხამრიდის სისტემის მონტაჟი
  • განათების სისტემის მონტაჟი
  • როზეტების და ჩამრთველების მონტაჟი
  • მონაცემთა ქსელის ინსტალაცია

ᲒᲐᲥᲕᲗ ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲘ?

მოგვწერეთ და ინსტას საინჟინრო გუნდი თქვენს ობიექტზე მორგებულ გადაწყვეტას შემოგთავაზებთ.

ᲓᲐᲒᲕᲘᲙᲐᲕᲨᲘᲠᲓᲘ