ᲡᲐᲡᲢᲣᲛᲠᲝᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲛᲐᲡᲞᲘᲜᲫᲚᲝᲑᲐ
ᲐᲞᲐᲠᲢᲝᲢᲔᲚᲘ „ᲜᲔᲝ" ᲒᲣᲓᲐᲣᲠᲨᲘ
საიმედო საინჟინრო გადაწყვეტილებები მაღალმთიანი რეზიდენციული კომპლექსისთვის

- ᲙᲐᲢᲔᲒᲝᲠᲘᲐ
- სასტუმროები და მასპინძლობა
- ᲡᲢᲐᲢᲣᲡᲘ
- დასრულებული
პროექტის შესახებ
დეველოპერული კომპანია REDCO წლებია საქართველოში სხვადასხვა მასშტაბის კომპლექსებს აშენებს. მათ პორტფოლიოში ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი გუდაურის რეზიდენციულ კომპლექსებს უკავია, მათ შორის არის აპარტოტელი „ნეო“.
გამოწვევა
მაღალმთიან კურორტზე მდებარე სასტუმროს ტიპის კომპლექსისთვის უმთავრესი გამოწვევა მკაცრ კლიმატურ პირობებში ენერგომომარაგების სტაბილურობა და სტუმრების მაქსიმალური უსაფრთხოებაა. დამკვეთს სჭირდებოდა საიმედო პარტნიორი, რომელიც შეძლებდა როგორც ელექტრომომარაგების უწყვეტობის გარანტირებას, ისე უსაფრთხოების სისტემების უმაღლეს დონეზე გამართვას.
შედეგი
ინსტამ სრულად განსაზღვრა რისკები და აპარტოტელისთვის კომპლექსური საინჟინრო სამუშაოები შეასრულა - პროექტირებიდან საბოლოო მონტაჟამდე.
სამუშაოების ზუსტმა დაგეგმვამ უზრუნველყო ობიექტის ენერგეტიკული დამოუკიდებლობა და უსაფრთხოება.
შესრულებული სამუშაოები
- ელექტროობის პროექტირება და მონტაჟი
- სახანძრო სიგნალიზაციის სისტემის მონტაჟი
- გენერატორის მონტაჟი
- სანათების მიწოდება და მონტაჟი
- ელექტროგამანაწილებელი ფარების აწყობა და მონტაჟი
ᲒᲐᲥᲕᲗ ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲘ?
მოგვწერეთ და ინსტას საინჟინრო გუნდი თქვენს ობიექტზე მორგებულ გადაწყვეტას შემოგთავაზებთ.



