ᲡᲐᲡᲢᲣᲛᲠᲝᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲛᲐᲡᲞᲘᲜᲫᲚᲝᲑᲐ
M2 ᲧᲐᲖᲑᲔᲒᲖᲔ (N15)
ევროპული სტანდარტის ელექტრო და უსაფრთხოების სისტემები m² ყაზბეგის პროექტში

- ᲙᲐᲢᲔᲒᲝᲠᲘᲐ
- სასტუმროები და მასპინძლობა
- ᲡᲢᲐᲢᲣᲡᲘ
- დასრულებული
პროექტის შესახებ
კომპანია m²-ის აქციების 100%-იანი წილის მფლობელი არის საინვესტიციო კომპანია "საქართველოს კაპიტალი". კომპანიას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე, რაც განპირობებულია მისი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმით.
M² -ის ახალი საცხოვრებელი კომპლექსი ალ. ყაზბეგის გამზ. #15-ში, თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ცოცხალ და პრესტიჟულ უბანში აშენდა.
გამოწვევა
ობიექტის მშენებლობის თუ რეკონსტრუქციის საწყის ეტაპზე მთავარი სირთულე საინჟინრო ქსელების არასწორი დაგეგმვაა, რაც შემდგომში სისტემების გადატვირთვას, ძაბვის ვარდნას და უსაფრთხოების რისკებს იწვევს. დამკვეთისთვის პრიორიტეტს წარმოადგენდა ისეთი პარტნიორის პოვნა, რომელიც პროექტირებიდან დაიწყებდა მუშაობას და შენობის ელექტრომომარაგებას, განათებასა და უსაფრთხოების კონტროლს ერთმანეთთან იდეალურად თავსებადს გახდიდა.
შედეგი
ინტეგრირებული მიდგომის შედეგად, დღეს ობიექტი ფლობს ევროპული სტანდარტების შესაბამის, უსაფრთხო და ფუნქციონალურ ელექტროინფრასტრუქტურას, რომელიც სრულად პასუხობს შენობის ექსპლუატაციის ყველა თანამედროვე მოთხოვნას.
შესრულებული სამუშაოები
- სრული ელექტროობის Პროექტირება
- სახანძრო სიგნალიზაციის ინსტალაცია
- დაშვების სისტემის ინსტალაცია
- ელექტროგაყვანილობის მონტაჟი
- განათების მონტაჟი
- გამანაწილებელი ფარების აწყობა და მონტაჟი
- საკაბელო არხების ინსტალაცია
- ჩამრთველებისა და როზეტების მიწოდება და მონტაჟი
ᲒᲐᲥᲕᲗ ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲘ?
მოგვწერეთ და ინსტას საინჟინრო გუნდი თქვენს ობიექტზე მორგებულ გადაწყვეტას შემოგთავაზებთ.



