პირდაპირ შიგთავსზე გადასვლა
INSTA - Electrical Solutions

ᲡᲐᲡᲢᲣᲛᲠᲝᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲛᲐᲡᲞᲘᲜᲫᲚᲝᲑᲐ

ᲥᲠᲐᲣᲜ ᲞᲚᲐᲖᲐ ᲯᲝᲠᲯᲘᲐ

კომპლექსური ენერგეტიკული და ტექნოლოგიური უზრუნველყოფა ბორჯომის პრემიუმ სასტუმროსთვის

ქრაუნ პლაზა ჯორჯია
ᲙᲐᲢᲔᲒᲝᲠᲘᲐ
სასტუმროები და მასპინძლობა
ᲡᲢᲐᲢᲣᲡᲘ
დასრულებული

პროექტის შესახებ

სასტუმრო, რომელიც ყველასათვის ცნობილ ბორჯომის პარკთან ახლოს მდებარეობს, მთა-გორაკებსა და პატარა მდინარეს შორის, განტვირთვის, გაჯანსაღებისა და მშვიდი შეხვედრებისათვის იდეალურ გარემოს წარმოადგენს.   

გამოწვევა

ბუნებრივ ლანდშაფტში განთავსებულ პრემიუმ კლასის გამაჯანსაღებელ სასტუმროში მთავარ საინჟინრო ამოცანას ენერგომომარაგების აბსოლუტური უწყვეტობა, მაღალი სახანძრო უსაფრთხოება და შენობის ეფექტური მართვა წარმოადგენდა. რეკრეაციული ზონის სპეციფიკიდან გამომდინარე, კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო კლიმატური თუ გარე ქსელური შეფერხებებისგან სრული დამოუკიდებლობა, რათა სტუმრების სიმშვიდე და კომფორტი არ დარღვეულიყო. 

შედეგი

ტექნოლოგიური მოდერნიზაციის შედეგად, სასტუმრო აღიჭურვა თანამედროვე მართვისა და დაცვის ინფრასტრუქტურით, რაც სრულად პასუხობს პრემიუმ კლასის ობიექტის სტანდარტებს. 

შესრულებული სამუშაოები

  • მაღალი ძაბვის ქვესადგურის მიწოდება და მონტაჟი
  • მთავარი გამანაწილებელი ფარისა და ქვეფარების აწყობა/მონტაჟი
  • სახანძრო სიგნალიზაციის სისტემის მიწოდება და მონტაჟი (Siemens)
  • ყველა სახის ელექტროსამონატაჟო სამუშაოები
  • BMS სისტემის დანერგვა (Siemens)
  • უწყვეტი კვების წყაროს მიწოდება და მონტაჟი
  • დაბალი ძაბვის სისტემების მონტაჟი
  • ავარიული კვების წყაროს მიწოდება/მონტაჟი (დიზელ-გენერატორი)

ᲒᲐᲥᲕᲗ ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲘ?

მოგვწერეთ და ინსტას საინჟინრო გუნდი თქვენს ობიექტზე მორგებულ გადაწყვეტას შემოგთავაზებთ.

ᲓᲐᲒᲕᲘᲙᲐᲕᲨᲘᲠᲓᲘ