პირდაპირ შიგთავსზე გადასვლა
INSTA - Electrical Solutions

ᲙᲝᲛᲔᲠᲪᲘᲣᲚᲘ ᲝᲑᲘᲔᲥᲢᲔᲑᲘ

ᲗᲔᲒᲔᲢᲐ ᲛᲝᲢᲝᲠᲡᲘ - ᲑᲐᲗᲣᲛᲘ

ინდუსტრიული მასშტაბის საინჟინრო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა „თეგეტა მოტორსისთვის“

თეგეტა მოტორსი - ბათუმი
ᲙᲐᲢᲔᲒᲝᲠᲘᲐ
კომერციული ობიექტები
ᲡᲢᲐᲢᲣᲡᲘ
დასრულებული

პროექტის შესახებ

“თეგეტა მოტორსი “არის ბიზნეს ჯგუფი, რომელიც ავტომობილების ინდუსტრიასთან დაკავშირებულ ყველა სახის საქმიანობას აწარმოებს და მომხმარებელს სთავაზობს მაღალი ხარისხის, პროფესიონალურ მომსახურებას. დღეს ის  საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში ლიდერი კომპანიაა საავტომობილო პროდუქტებისა და მომსახურების დარგში. 

გამოწვევა

მთავარ გამოწვევას წარმოადგენდა კომპლექსური საინჟინრო ინფრასტრუქტურის შექმნა, სადაც უმსხვილესი საწარმოო დანადგარების სტაბილური კვება, შრომის უსაფრთხოება და სწრაფი ციფრული ქსელები ერთიან, საიმედო სისტემად იმუშავებდა. 

შედეგი

შედეგად, „თეგეტა მოტორსმა“ მიიღო ევროპული სტანდარტების შესაბამისი, დაცული და ენერგეტიკულად დამოუკიდებელი ინფრასტრუქტურა, რაც კომპანიას ბაზარზე ლიდერის პოზიციის შენარჩუნებაში ეხმარება. 

შესრულებული სამუშაოები

  • სატრანსფორმატორო ქვესადგურის მონტაჟი
  • კაბელირება და საკაბელო კონსტრუქციების მონტაჟი
  • დამიწების და მეხამრიდის სისტემის მონტაჟი
  • გენერატორის და უწყვეტი კვების წყაროს მონტაჟი
  • ელექტრო გამანაწილებელი ფარების აწყობა და მონტაჟი
  • განათების სისტემის მონტაჟი
  • როზეტების და ჩამრთველების მონტაჟი
  • სახანძრო სიგნალიზაციის სისტემის მონტაჟი
  • გახმოვანების სისტემის მონტაჟი
  • ოპტიკური ქსელი
  • ქსელის სერტიფიცირება

ᲒᲐᲥᲕᲗ ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲘ?

მოგვწერეთ და ინსტას საინჟინრო გუნდი თქვენს ობიექტზე მორგებულ გადაწყვეტას შემოგთავაზებთ.

ᲓᲐᲒᲕᲘᲙᲐᲕᲨᲘᲠᲓᲘ