ᲙᲝᲛᲔᲠᲪᲘᲣᲚᲘ ᲝᲑᲘᲔᲥᲢᲔᲑᲘ
ᲑᲔᲜᲢᲚᲘ ᲗᲑᲘᲚᲘᲡᲘ
სრული საინჟინრო და ტექნოლოგიური უზრუნველყოფა Bentley Tbilisi-ს პროექტში

- ᲙᲐᲢᲔᲒᲝᲠᲘᲐ
- კომერციული ობიექტები
- ᲡᲢᲐᲢᲣᲡᲘ
- დასრულებული
პროექტის შესახებ
Bentley Tbilisi წარმოადგენს ბრიტანული პრემიუმ ავტომობილების მწარმოებლის Bentley Motors-ის ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ბრენდის სრულ მოდელურ ხაზს, ინდივიდუალურ კონფიგურაციასა და მაღალი სტანდარტის მომსახურებას.
გამოწვევა
Bentley-ს პრემიუმ კლასის შოურუმში მთავარ ამოცანას ბრიტანული ბრენდის მკაცრი გლობალური სტანდარტების დაკმაყოფილება, სენსიტიური IT/ტექნიკური აპარატურის სტაბილური კვება და უსაფრთხოების მაღალი დონის უზრუნველყოფა წარმოადგენდა. აუცილებელი გახდა შოურუმისთვის ისეთი ინფრასტრუქტურის შექმნა, რომელიც გამორიცხავდა ძაბვის რყევებს, დაიცავდა ობიექტს ავარიული რისკებისგან და უზრუნველყოფდა შენობის პროცესების ჭკვიან, ავტომატიზებულ მართვას.
შედეგი
შედეგად, შეიქმნა Bentley-ს მოთხოვნებთან თავსებადი, მაღალი საიმედოობის მქონე ტექნოლოგიური გარემო, სადაც შოურუმის უსაფრთხოება და შეუფერხებელი მუშაობა სრულად გარანტირებულია.
შესრულებული სამუშაოები
- დაბალი ძაბვის გამანაწილებელი ფარები
- UPS სისტემის მიწოდება და მონტაჟი
- დამიწების სისტემის მოწყობა
- შენობის მართვის სისტემის (BMS) დანერგვა (Siemens)
- სახანძრო სიგნალიზაციის სისტემის მიწოდება და მონტაჟი
- CCTV ვიდეომეთვალყურეობის სისტემის მიწოდება და მონტაჟი
- საჯარო შეტყობინებისა და გახმოვანების სისტემის მიწოდება და მონტაჟი
- სტრუქტურირებული საკაბელო სისტემის მოწყობა
ᲒᲐᲥᲕᲗ ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲘ?
მოგვწერეთ და ინსტას საინჟინრო გუნდი თქვენს ობიექტზე მორგებულ გადაწყვეტას შემოგთავაზებთ.



