პირდაპირ შიგთავსზე გადასვლა
INSTA - Electrical Solutions

ᲡᲐᲡᲢᲣᲛᲠᲝᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲛᲐᲡᲞᲘᲜᲫᲚᲝᲑᲐ

ᲐᲛᲑᲐᲡᲐᲓᲝᲠᲘ ᲗᲑᲘᲚᲘᲡᲘ

კომპლექსური საინჟინრო ეკოსისტემა „ამბასადორი თბილისის“ პრემიუმ ობიექტში

ამბასადორი თბილისი
ᲙᲐᲢᲔᲒᲝᲠᲘᲐ
სასტუმროები და მასპინძლობა
ᲡᲢᲐᲢᲣᲡᲘ
დასრულებული

პროექტის შესახებ

სასტუმრო ამბასადორი თბილისი თბილისის ცენტრალურ უბანში მდებარეობს და აერთიანებს ქალაქის პანორამულ ხედსა და თანამედოვე, ფეშენებელური დიზაინის ოთახებს. სასტუმრო მომხმარებელს სთავაზობს უნიკალური იტალიური მოზაიკით გაფორმებულ სპას და თბილისში მდებარე საუკეთესო კაზინოს სადაც განსაკუთებული ატმოსფეროა შექმნილი და გამოირჩევა ყველაზე დაცული უსაფრთხოების სისტემით. 

გამოწვევა

პრემიუმ კლასის მრავალფუნქციურ სასტუმროში, სადაც სპა და კაზინო ოპერირებს, უმთავრესი ამოცანა უსაფრთხოების ქსელებისა და კრიტიკული სისტემების აბსოლუტური უწყვეტობაა. საჭირო იყო მძლავრი პირველადი კვების, საიმედო რეზერვირებისა და შენობის ერთიანი, ჭკვიანი მართვის სისტემის შექმნა. 

შედეგი

ინტეგრირებული გადაწყვეტილებების წყალობით, ობიექტი დაცულია ნებისმიერი საექსპლუატაციო რისკისგან, ვინაიდან მისი ენერგეტიკული და ციფრული ინფრასტრუქტურა იდეალურადაა მორგებული 24/7 რეჟიმში მუშაობაზე. 

შესრულებული სამუშაოები

  • სატრანსფორმატორო ქვესადგურის მონტაჟი
  • კაბელირება და საკაბელო კონსტრუქციების მონტაჟი
  • დამიწების და მეხამრიდის სისტემის მონტაჟი
  • გენერატორის მონტაჟი
  • უწყვეტი კვების წყაროს მონტაჟი
  • ელექტრო გამანაწილებელი ფარების აწყობა და მონტაჟი
  • განათების სისტემის მონტაჟი
  • როზეტების და ჩამრთველების მონტაჟი
  • სახანძრო სიგნალიზაციის სისტემის მონტაჟი
  • ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის მონტაჟი
  • მონაცემთა გადაცემის ქსელის მონტაჟი
  • გახმოვანების სისტემის მონტაჟი
  • შენობის ცენტრალიზებული მართვის სისტემა (BMS) მონტაჟი და პროგრამირება

ᲒᲐᲥᲕᲗ ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲘ?

მოგვწერეთ და ინსტას საინჟინრო გუნდი თქვენს ობიექტზე მორგებულ გადაწყვეტას შემოგთავაზებთ.

ᲓᲐᲒᲕᲘᲙᲐᲕᲨᲘᲠᲓᲘ