ᲡᲐᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲔᲚᲘ ᲙᲝᲛᲞᲚᲔᲥᲡᲔᲑᲘ
M2 ᲧᲐᲖᲑᲔᲒᲖᲔ (N25)
პირველადი ენერგოქსელი და უსაფრთხოების სისტემები M2 ყაზბეგის კომპლექსისთვის

- ᲙᲐᲢᲔᲒᲝᲠᲘᲐ
- საცხოვრებელი კომპლექსები
- ᲡᲢᲐᲢᲣᲡᲘ
- დასრულებული
პროექტის შესახებ
კომპანია M²-ის აქციების 100%-იანი წილის მფლობელი არის საინვესტიციო კომპანია "საქართველოს კაპიტალი". კომპანიას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე, რაც განპირობებულია მისი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმით.
M² ყაზბეგზე მოსახერხებელ ადგილას მდებარეობს, მეტრო სამედიცინოდან მხოლოდ 100 მეტრში.
გამოწვევა
პროექტის სპეციფიკა მოითხოვდა ისეთი ინფრასტრუქტურის შექმნას, რომელიც ერთ სივრცეში მოაქცევდა პირველად ენერგოქსელს, მონაცემთა სწრაფ გადაცემასა და ხანძარსაწინააღმდეგო დაცვას, რათა მაცხოვრებლებისთვის გარანტირებული ყოფილიყო მაქსიმალური კომფორტი და უსაფრთხოება.
შედეგი
კომპლექსური საინჟინრო მიდგომის შედეგად, საცხოვრებელმა კომპლექსმა მიიღო ევროპული სტანდარტების შესაბამისი, ენერგეტიკულად დაცული და ფუნქციონალური ინფრასტრუქტურა, რომელიც შენობის უსაფრთხო და სტაბილურ ექსპლუატაციას განაპირობებს.
შესრულებული სამუშაოები
- სატრანსფორმატორო ქვესადგურის მონტაჟი
- კაბელირება და საკაბელო კონსტრუქციების მონტაჟი
- დამიწების სისტემის მონტაჟი
- გამანაწილებელი ფარების აწყობა და მონტაჟი
- განათების სისტემის მონტაჟი
- სახანძრო სიგნალიზაციის ინსტალაცია
- მონაცემთა ქსელის ინსტალაცია
ᲞᲝᲠᲢᲤᲝᲚᲘᲝ
ᲡᲮᲕᲐ ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲔᲑᲘ
ᲒᲐᲥᲕᲗ ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲘ?
მოგვწერეთ და ინსტას საინჟინრო გუნდი თქვენს ობიექტზე მორგებულ გადაწყვეტას შემოგთავაზებთ.


