ᲦᲝᲜᲘᲡᲫᲘᲔᲑᲔᲑᲘ · 27 ᲘᲐᲜᲕᲐᲠᲘ, 2026
INSTA X LAPP
ექსკლუზიური პარტნიორული შეხვედრა ქართული საწარმოო სექტორის განვითარებისთვის

12 მარტს, კომპანია ინსტას ორგანიზებით, ინდუსტრიული ელექტროობისა და საკაბელო სისტემების გლობალური ლიდერის, LAPP-ის ექსკლუზიური პარტნიორული შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება მიზნად ისახავდა ქართული საწარმოო სექტორისთვის თანამედროვე საინჟინრო გამოწვევების გაცნობასა და გერმანული გამოცდილების გაზიარებას.
LAPP საკაბელო და კავშირგაბმულობის ტექნოლოგიების გლობალური ლიდერი და გერმანული ხარისხის უცვლელი სტანდარტია. 1959 წლიდან კომპანია ინდუსტრიულ სამყაროს სთავაზობს კომპლექსურ საინჟინრო გადაწყვეტებს, რაც ცალკეული პროდუქტების მიწოდებასთან ერთად, რთული სისტემების პროექტირებასა და ტექნოლოგიურ მხარდაჭერას მოიცავს.
შეხვედრის მთავარი ღირებულება LAPP-ის გერმანელი წარმომადგენლებისა და წამყვანი საინჟინრო სპეციალისტის მონაწილეობა იყო. ინსტასთვის, როგორც დარგის ექსპერტისთვის, პრიორიტეტულია პარტნიორებისთვის ცოდნის გაზიარება და საერთაშორისო გამოცდილების ხელმისაწვდომობა. სწორედ ამ მიზნით, შეხვედრის ფარგლებში სპეციალისტებმა ქართველ კოლეგებს გაუზიარეს ის უახლესი მიდგომები, რომლებიც უშუალოდ ინდუსტრიული პროდუქტების განვითარებასა და თანამედროვე სტანდარტებით დანერგვას ეხება.
სანდრო ბახსოლიანი, კომპანია ინსტას დირექტორი: „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქართულ კომპანიებს პირდაპირი წვდომა ჰქონდეთ იმ ცოდნასა და ტექნოლოგიებზე, რაც დღეს მსოფლიო ბაზარზეა. ინსტას ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, საერთაშორისო გამოცდილება ადგილობრივ სპეციალისტებამდე მარტივად მიიტანოს. სწორედ ასეთი პარტნიორობები გვეხმარება, რომ ერთად ვუპასუხოთ თანამედროვე საინჟინრო გამოწვევებს და სამუშაო პროცესში მაღალი ხარისხი შევინარჩუნოთ.“
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში დეტალურად განიხილეს ინდუსტრიულ გარემოში არსებული ისეთი კრიტიკული ფაქტორები, როგორებიცაა:
- ინდუსტრიულ გარემოში ელექტრო სისტემების თანამედროვე გამოწვევები (ვიბრაცია, ტემპერატურა, ქიმიური ზემოქმედება)
- საკაბელო სისტემების სწორი შერჩევა სხვადასხვა საწარმოო პროცესისთვის
- უსაფრთხოების, საიმედოობისა და უწყვეტობის უზრუნველყოფის საინჟინრო მიდგომები
- თანამედროვე მასალები და კონსტრუქციები, რომლებიც ზრდის სისტემის სიცოცხლის ციკლს
- LAPP-ის ახალი პროდუქტები და ინოვაციები ინდუსტრიული გამოყენებისთვის
- პრაქტიკული მაგალითები და რეალური ქეისები საწარმოო სექტორიდან საკაბელო სისტემების სწორი შერჩევა სხვადასხვა საწარმოო პროცესისთვის
ღონისძიება სრულად ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა, რითაც მონაწილეებს საშუალება მიეცათ, თეორიულ ცოდნასთან ერთად, პრაქტიკული რეკომენდაციებიც მიეღოთ. LAPP-ის ინჟინერთან ერთად კონკრეტული საინჟინრო ამოცანებისა და მათი გადაჭრის გზების დეტალურმა განხილვამ შეხვედრას კიდევ უფრო მეტი პრაქტიკული ღირებულება შესძინა. ღონისძიების დასასრულს, მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები, რაც მათ პროფესიულ განვითარებასა და საერთაშორისო სტანდარტების გაზიარებას ადასტურებს. მსგავსი ფორმატები ხელს უწყობს სპეციალისტებს შორის გამოცდილების რეალურ გაცვლასა და ხარისხზე ორიენტირებული თანამშრომლობის გაძლიერებას.
ინსტა, როგორც განვითარებასა და ინოვაციებზე ორიენტირებული ბრენდი, კვლავაც გააგრძელებს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და წამყვანი გლობალური ბრენდების ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვას.
ᲑᲚᲝᲒᲘ


