ᲡᲐᲘᲜᲟᲘᲜᲠᲝ ᲓᲔᲞᲐᲠᲢᲐᲛᲔᲜᲢᲘ
ᲐᲕᲢᲝᲛᲐᲢᲘᲖᲐᲪᲘᲘᲡ ᲘᲜᲟᲘᲜᲔᲠᲘ
- ᲡᲐᲛᲣᲨᲐᲝ ᲐᲓᲒᲘᲚᲘ
- თბილისი, საქართველო
- ᲤᲝᲠᲛᲐᲢᲘ
- ოფისი
- ᲐᲜᲐᲖᲦᲐᲣᲠᲔᲑᲐ
- 2500+ ₾ (Net)
- ᲓᲔᲞᲐᲠᲢᲐᲛᲔᲜᲢᲘ
- საინჟინრო დეპარტამენტი
- ᲒᲐᲜᲐᲪᲮᲐᲓᲘᲡ ᲑᲝᲚᲝ ᲕᲐᲓᲐ
- 14 ოქტომბერი, 2026
INSTA- ელექტრო სისტემების პროექტირების მიმართულებით ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა საქართველოში, რომელიც უკვე 28 წელზე მეტია წარმატებით საქმიანობს ბაზარზე.
ჩვენ ვნერგავთ სრულ ელექტრო-საინჟინრო გადაწყვეტებს სხვადასხვა სექტორისთვის: ელექტრო- სამონტაჟო სერვისები, ძალოვანი და მართვის ფარების წარმოება, ავტომატიზაცია, სუსტი დენები, განათება და მწვანე ტექნოლოგიები.
წლების განმავლობაში 500-ზე მეტი პროექტი განვახორციელეთ საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან, მათ შორის ისეთი გლობალური ბრენდების მხარდაჭერით, როგორიცაა SIEMENS, DELL, BOSCH, EATON, DRAKA.
ჩვენს გუნდში ვიწვევთ ნიჭიერ და განვითარებაზე ორიენტირებულ კანდიდატებს!
ძირითადი მოვალეობები
- BMS (Building Management System) სისტემების პროექტირებაში, მონტაჟსა და გამართვაში მონაწილეობა;
- ავტომატიზაციის სისტემების პროგრამირება, კონფიგურაცია და ტესტირება;
- სენსორების, კონტროლერების, აქტუატორებისა და სხვა ავტომატიზაციის კომპონენტების შერჩევაში მონაწილეობა;
- BMS სისტემების ინტეგრაცია სხვა საინჟინრო სისტემებთან (ელექტრო, HVAC, ELV);
- სისტემების ექსპლუატაციაში გაშვებისა და მიღება-ჩაბარების პროცესებში მონაწილეობა;
- ტექნიკური პრობლემების იდენტიფიცირება და მათი აღმოფხვრის პროცესში ჩართულობა;
- ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება და შესრულებული სამუშაოების შესახებ რეპორტინგი;
მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება ავტომატიზაციის, ელექტროინჟინერიის ან მონათესავე საინჟინრო მიმართულებით;
- ავტომატიზაციის სისტემებთან მუშაობის მინიმუმ 1-3 წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე სასურველია.
- BMS პლატფორმები: Siemens Desigo, Schneider EcoStruxure, Honeywell ან მსგავსი;
- PLC პროგრამირების გარემოები: Siemens TIA Portal, Schneider EcoStruxure Control Expert ან მსგავსი;
- SCADA სისტემები: WinCC, Ignition, Wonderware (საბაზისო დონეზე);
- AutoCAD (სასურველია Revit);
- Microsoft Office პროგრამები (Excel, Word);
რას გთავაზობთ
- ანაზაურება: 2500+ NET
- კარიერული განვითარების და პიროვნული ზრდის საშუალებას;
- მეგობრულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
- Fitpass (კომპანიის თანადაფინანსებით);
- საშვებულებო დღეების გამოყენების შესაძლებლობას, საგამოცდო პერიოდის დასრულებისთანავე + პირადი დრო;
- შიდა და გარე სასწავლო ტრენინგებს.
განაცხადის გაგზავნა
შეავსე ფორმა და ატვირთე CV. განაცხადს HR გუნდი განიხილავს.
