ძალოვანი და
მართვის ფარების წარმოება
ძალოვანი და მართვის ფარების სტანდარტების მიხედვით პროექტირება და კომპლექტაცია უმნიშვნელოვანესია ნებისმიერი პროექტის უსაფრთხოებისთვის.
გამანაწილებელი ფარების შერჩევისას გასათვალისწინებელია შემდეგი ფაქტორები:
- გარემო პირობებისადმი მედეგობა;
- უსაფრთხოება;
- კომპაქტურობა;
- სანდოობა;
- გამოყენების სიმარტივე;
"ინსტა" უზრუნველყოფს რეზიდენციული, კომერციული და სამრეწველო გამოყენების ძალოვანი დამართვის ფარების პროექტირებასა და აწყობას, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
გამანაწილებელი ფარის ტიპები
ფარის ტიპები
"ინსტა" უზრუნველყოფს მომხმარებლის მოთხოვნაზე მორგებულ ძალოვანი და მართის ფარების აწყობას:
- დაბალი ძაბვის გამანაწილებელი ფარები (0,4 კვ)
- საშუალო ძაბვის გამანაწილებელი ფარები (6/10 კვ)
- ძრავის მართვის ფარები
- საწარმოო ავტომატიზაციის მართვის ფარები
- განათებისა და ჭკვიანი სახლის მართვის ფარები
- შენობის ცენტრალური მართვის (BMS) სისტემის ფარები
ჩვენი დამოკიდებულება
ხარისხისადმი
მსოფლიო წამყვანი ბრენდების მიერ წარმოებული კომპონენტების გამოყენება და პროცედურული ტესტირება ხარისხის მუდმივი კონტროლის საშუალებას იძლევა. კომპანიის ხარისხის მართვის ყველა პროცესი სერტიფიცირებულია ISO 9001:2015-ის მიხედვით და ყოველწლიურად მოწმდება ხარისხის გარე აუდიტის TÜV Süd-ის მიერ.