განათების სისტემები და
სანათი მოწყობილობები

"ინსტა" უზრუნველყოფს მომხმარებლის მოთხოვნების შესაბამის განათების სისტემების პროექტირებასა და მონტაჟს სხვადასხვა ტიპის ობიექტებისთვის.

ტექნიკური სანათები

როცა ფუნქცია განაპირობებს ფორმას

ბაზარზე არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე "ინსტამ" შექმნა შვილობილი კომპანია - "დილაითი", რომელიც განათების მიმართულებით მომხმარებლებს სრულ სერვისს სთავაზობს:

  • ​სანათების მრავალფეროვან არჩევანს;
  • პროფესიონალურ კონსულტაციას;
  • განათების კალკულაციას;
  • ადგილზე მიწოდებას;

"დილაითის" სერვისები მორგებულია როგორც დიზაინერებსა და არქტიქტორებზე, ასევე ინდივიდუალურ მომხმარებლებზე.

მრავალწლიანი  გამოცდილებიდან გამომდინარე, კომპანია გთავაზობთ თანამედროვე, პრაქტიკული და ენერგოეფექტური სანათი მოწყობილობების მიწოდებასა და მონტაჟს სხვადასხვა დანიშნულების ობიექტებისათვის.

"ინსტაში" შესაძლებელია შეარჩიოთ გარემო პირობების შესაბამისი სანათები: IP და IK დაცვით, ასევე  სანათები ფეთქებადსაშიში ზონებისთვის.

დეკორატიული სანათი მოწყობილობები

განათების მიმართულებით „ინსტა“ თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან, რაც საშუალებას გვაძლევს მომხმარებელს შევთავაზოთ უმაღლესი ხარისხის, ინდივიდუალურ დიზაინზე მორგებული სანათები.

განათების მართვის სისტემა

 ვიზუალიზაცია & დიზაინერული შესაძლებლობები

„ინსტა“ დაგეხმარებათ შიდა და გარე განათების პროექტირებასა და განათების მართვის სისტემების ინტეგრაციაში.

განათების მართვის სისტემა საშუალებას გაძლევთ მართოთ როგორც ცალკეული სანათი, ასევე სანათების ჯგუფი.  ასევე შესაძლებელია განათების სცენირება, რომელიც კიდევ უფრო გაზრდის შენობის ენერგოეფექტურობას.