მზის პანელები და
ელექტრომობილის დამტენები

მწვანე ტექნოლოგიების განვითარება საქართველოში და სხვადასხვა პროექტებში იმპლემენტაცია "ინსტას" სტრატეგიული მიმართულებაა.

კომპანიამ ერთ-ერთმა პირველმა გააცნო ქართულ ბაზარს ელექტრომობილის დამტენები და სოლარ პანელები.

ელექტრომობილის დამტენი

ტრანსპორტირების მომავალი

მსოფლიო ბაზარზე ტექნოლოგიური სიახლეებიდან  გამომდინარე ელექტრომობილები ტრანპორტირების მომავალია, ამიტომაც მნიშვნელოვანია საქართველოში უსაფრთხო და სტანდარტებთან შესაბამისი ელექტრომობილის დამტენი ინფრასტრუქტურის განვითარება.

„ინსტა“ თანამშრომლობს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, წამყვან ევროპულ მწარმოებლებთან, რომელთა ელექტრომობილის დამტენები სერტიფიცირებულია მოწინავე საავტომობილო ბრენდების მიერ, როგორებიცაა: Tesla, Audi, Hyundai და Nissan.

გთავაზობთ სრულ სერვისს ელექტრომობილის დამტენების მიმართულებით:

  • სრული ტექნიკური კონსულტაცია;
  • პროექტირება;
  • ელექტრომობილის დამტენის მონტაჟი და მიწოდება;
  • ტესტირება და გაშვება;
  • გაყიდვების შემდგომი მომსახურება;

ელექტრომობილის დამტენი ინფრასტრუქტურის მოწყობისას მთავარი გასათვალისწინებელი ფაქტორებია უსაფრთხოება და გამოყენების სიმარტივე, შესაბამისად ჩვენი სერტიფიცირებული ტექნიკური გუნდი, მომხარებლის მოთხოვნის მიხედვით არჩევს დამტენის ინფრასტრუქტურას.

მზის ენერგია

მზის ენერგიის გამოყენებით შესაძლებელია გამოვიმუშაოთ ეკოლოგიურად სუფთა ელექტროენერგია.

საქართველოში ელექტროენერგიის გაძვირებასთან ერთად,  სოლარ პანელები კიდევ უფრო მოთხოვნადი და აქტუალური ხდება.

ფინანსური ინსტიტუტების მოქნილი პირობები დამატებითი მოტივაციაა კომპანიებისთვის, დაზოგონ ელექტროენერგიის ხარჯი და მზის ენერგია ეფექტურად გამოიყენონ.

"ინსტა" გთავაზობთ სრულ სერვისს სოლარ პანელებთან დაკავშირებით:

  • სრული ტექნიკური კონსულტაცია;
  • პროექტირება;
  • მზის პანელების მონტაჟი;
  • გაყიდვების შემდგომი მომსახურება;

სხვადასხვა პროექტებში მზის პანელების გამოყენებასთან ერთად, "ინსტა" ზრუნავს გარემოზე, სწორედ ამიტომ 2014  წლიდან ლოჯისტიკური ცენტრი აღჭურვილია სოლარ პანელებით, რომელიც დღემდე ეფექტურად ფუნქციონირებს.