მონაცემთა ქსელი, სახანძრო უსაფრთხოება და გადაწყვეტები სასტუმრო ინდუსტრიისთვის.


სახანძრო სიგნალიზაცია

 

ხანძრის გაჩენისას სწრაფი რეაგირება და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. "ინსტა" გთავაზობთ საერთაშირისო სტანდარტების შესაბამის სახანძრო უსაფრთხოების ინტეგრირებულ პაკეტს.

ხანძარსაწინააღმდეგო და სახანძრო სიგნალიზაციის  გადაწყვეტები მორგებულია როგორც სხვადასხვა ტიპის შენობებზე, ასევე მონაცემთა შემნახველ ცენტრებსა და სასერვეროებზე.

როგორც Siemens Building Technologies-ის სერთიფიცირებული პარტნიორი, "ინსტა" გთავაზობთ ხანძრის დეტექციის  სისტემების პროექტირებას, მონტაჟსა და ექსპლუატაციაში გაშვებას, რომლის ინტეგრაციაც შესაძლებელია შენობის ცენტრალური მართვის სისტემასთან (BMS).

პარტნიორები და მომწოდებლები

სიმენსის ლოგო
Bosch

 

 

 

მონაცემთა გადაცემის ქსელი და VOIP სისტემა

კომუნიკაცია უწყვეტ რეჟიმში - 24/7

 

 

"ინსტას" მიზანია მომხმარებელს დაეხმაროს საჭიროების ჩამოყალიბებაში და  შესთავაზოს მოთხოვნაზე მორგებული გადაწყვეტილება. კომპანიის მხრიდან შესაძლებელია როგორც LAN & WLAN, ასევე ახალი სტუქტურული საკაბელო სისტემების დაგეგმვა და ინფრასტრუქტურაში ინტეგრაცია.

    ქსელის დიზაინი:

  • პასიური ქსელი;
  • ქსელის სერტიფიცირება;
  • ღრუბლოვანი სერვისები;
  • სერვერები;
  • მონაცემთა შემნახველი სისტემა;

    ქსელური სერვისები:

  • ქსელის უსაფრთხოება;
  • მარშრუტიზაცია;
  • კომუტაცია;
  • Wi-Fi;
  • IP სატელეფონო სისტემა (VoIP);
    აუდიო და ვიდეო:

  • აუდიო & ვიდეო კონფერენცია;
  • პრეზენტაცია;
  • ფონური გახმოვანება;

 

"ინსტამ" მონაცემთა გადაცემის ქსელი ეფექტურად დანერგა სხვადასხვა ტიპის ობიექტებში, სადაც ქსელის საიმედოობა გადამწყვეტი ფაქტორია:

  • ბანკები;
  • საავადმყოფოები;
  • სასტუმროები;
  • სავაჭრო ცენტრები
  • და სხვა;

დამონტაჟებული საკაბელო სისტემის  ტესტირება ხდება EN 50346 სტანდარტის მიხედვით.

 

პარტნიორები და მომწოდებლები

Barpa
Extreme Networks
RUCKUS
dell
Bosch
unify

 

 

 

CCTV და უსფრთხოების სისტემები

 

 

თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება უსაფრთხოების სისტემებში, უზრუნველყოფსკომფორტულ და მშვიდ გარემოს.

"ინსტას" გუნდი გთავაზობთ სრულფასოვანი უსაფრთხოების სისტემების პროექტირებასა და მონტაჟს, რომლებიც მორგებულია სხვადასხვა სეგმენტის მომხმარებლების მოთხოვნებზე.

მრავალწლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით "ინსტა" გთავაზობთ თანამედროვე, ფუნქციურად გამართულ სამეთვალყურეო და დაშვების კონტროლის სისტემებს, რომლებიც ობიექტებისა დაინვესტიციების დაცვის გარანტია:

  • უცხო პირთა შეღწევის დეტექცია;
  • დაშვების კონტროლი;
  • ვიზიტორთა მენეჯმენტი;
  • ანალოგური და ციფრული კამერები;
  • ვიდეო და Intercom სისტემები;

პარტნიორები და მომწოდებლები

2n
Bosch

 

 

 

სასტუმრო ბიზნესი

ოპერაციების სრულყოფა თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით

 

 

"ინსტას" წარმატებით შესრულებული პროექტების ჩამონათვალში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საერთაშორისო სასტუმროებს, ამიტომაც კომპანიის ინჟინერთა გუნდი დეტალურად იცნობს თანამედროვე სასტუმრო ინდუსტრიის მოთხოვნებსა და სტანდარტებს.

შესაბამისად, სასტუმრო ინდუსტრიისთვის კომპანია სრულ ელექტრო საინჟინრო გადაწყვეტებს გთავაზობთ :

 

  • სასტუმროს ნომრების მართვის სისტემა (RMS);
  • შენობისმართვის სისტემა (BMS);
  • VOIP და ანალოგური სატელეფონო სისტემა და ინტეგრაცია HMS- ში;
  • სასტუმროს ნომრების კარის ცენტრალიზებული მართვა და ბლოკირება;
  • ინტერაქტიული და IPTV გადაწყვეტილება;
  • მონაცემთა უსადენო და სადენიანი ქსელი;
  • ქსელის კაბელების ტექნიკური შესაბამისობის ტესტირება ISO / IEC სტანდარტებისმიხედვით;
  • Wi-Fi დაფარვის სივრცის წინასწარი დაგეგმვა და აღრიცხვის სისტემა;
  • სახანძრო სიგნალიზაცია როგორც შენობისთვის, ასევე მონაცემთა შემნახველიცენტრისთვის;
  • გახმოვანების სისტემა;
  • განათების პროექტირება და სანათების მიწოდება;