ელექტროსამონტაჟო
სერვისები

უკვე 23 წელია "ინსტა" ასრულებს ელექტროსამონტაჟო სამუშაოებს სხვადასხვა ტიპის ობიექტებისთვის: კომერციული, სამრეწველო, საყოფაცხოვრებო და ა.შ.

ამ პერიოდის განმავლობაში "ინსტამ" წარმატებით შეასრულა სხვადასხვა ტიპისა და მასშტაბის 500-ზე მეტი პროექტი.  ჩვენს კლიენტებს შორის არიან  საქართველოში მოქმედი, სხვადასხვა სეგმენტის წამყვანი კომპანიები:

  • სასტუმროები;
  • ბანკები;
  • სავაჭრო და ბიზნესცენტრები;
  • ქარხნები;
  • საზღვაო ნავსადგური;
  • ავტოსალონები;
  • საცხოვრებელიკომპლექსები;
  • და სხვ.;

 

ჩვენი სერვისები

ელექტროობის მიმართულებით "ინსტა" სრულ სერვისს გთავაზობთ:

  • ელექტრო სისტემების პროექტირება;
  • სატრანსფორმატორო ქვესადგურის მონტაჟი;
  • კაბელირება და საკაბელო კონსტრუქციების მონტაჟი;
  • დამიწების და მეხამრიდის სისტემის მონტაჟი;
  • გენერატორის მონტაჟი;
  • უწყვეტი კვების წყაროს მონტაჟი;
  • ელექტრო გამანაწილებელი ფარების აწყობა და მონტაჟი;
  • განათების სისტემის მონტაჟი;
  • როზეტების და ჩამრთველების მონტაჟი;
  • სახანძრო სიგნალიზაციის სისტემის მონტაჟი;
  • ვიდეო სამეთვალყურეო სისტემის მონტაჟი;
  • გახმოვანების სისტემის მონტაჟი;
  • შენობის ცენტრალიზებული მართვის სისტემა (BMS) მონტაჟი და პროგრამირება;
  • გაყიდვების შემდგომი მომსახურება;

პროექტების
მართვა

კომპანისს გამოცდილი საინჟინრო გუნდი უზრუნველყოფს დამკვეთის მოთხოვნაზე მორგებული, ეფექტური გადაწყვეტის ჩამოყალიბებასა და დათქმულ ვადებში პროექტის ჩაბარებას. სამუშაოების მიმდიანრეობისას პროექტის მენეჯერი უზრუნველყოფს რეგულარულ ანგარიშგებას დამუდმივ კომუნიკაციას კლიენტთან.

კომპანიას, შესრულებული პროექტების მოთხოვნებიდან გამომდინარე, საერთაშორისო ხელშეკრულებების (RIBA) კუთხით დიდი გამოცდილება გააჩნია.

სამონტაჟო
სამუშაოების სპეციფიკა

კომერციული, სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ტიპის პროექტებისთვის სამონტაჟო სამუშოები სპეციფიურობით გამოირჩევა.

"ინსტას" მრავალწლიანი გამოცდილება მოიცავს სხვადასხვა სირთულის პროექტების შესრულებას, შესაბამისად ჩვენს საინჟინრო გუნდს მრავალპროფილური გამოცდილება გააჩნია სხვადასხვა კომპლექსური პროექტების შესასრულებლად.

პროფესიონალი ელექტრიკოსებისტექნიკოსებისა და ინჟინრების გუნდი ყოველთვის მზად არის თქვენი პროექტის წარმატებით შესასრულებლად.

შესყიდვები და
მასალების მიწოდება

საქართველოს მასშტაბით ინსტას გააჩნია თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ყველაზე დიდი ლოჯისტიკური ცენტრი, სადაც მუდმივ მარაგშია 8000-ზე მეტი დასახელების ელექტროსამონტაჟო მასალა.

არსებული მარაგები მიმდინარე პროექტების დროულად და ხარისხიანად შესრულების მყარი გარანტია. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ლოჯისტიკურ ცენტრში (3000მ2) დასაწყობებულია ელექტროსამონტაჟო მასალების 8000-მდე ცალკეული ერთეული. არსებული მარაგები კომპანიას კონკურენტუნარიანს და მოქნილს ხდის პროექტის შემჭიდროებულ ვადებში დასრულების თვალსაზრისით.

დასრულებული პროექტები