უკვე 25 წელია "ინსტა" ელექტროსამონტაჟო სამუშაოებს ასრულებს სხვადასხვა ტიპის ობიექტებისთვის: კომერციული, სამრეწველო, საყოფაცხოვრებო და ა.შ.
ამ პერიოდის განმავლობაში "ინსტამ" წარმატებით შეასრულა სხვადასხვა ტიპისა და მასშტაბის 500-ზე მეტი პროექტი. ჩვენს მომხმარებლებს შორის არიან საქართველოში მოქმედი, სხვადასხვა სეგმენტის წამყვანი კომპანიები:
- სასტუმროები;
- ბანკები;
- სავაჭრო და ბიზნესცენტრები;
- ქარხნები;
- საზღვაო ნავსადგურები;
- ავტოსალონები;
- საცხოვრებელი კომპლექსები;
- და სხვა;
ელექტრო სამონტაჟო სერვისები
ელექტროობის მიმართულებით "ინსტა" გთავაზობთ სრულ სერვისს:
- ელექტრო სისტემების პროექტირება;
- სატრანსფორმატორო ქვესადგურის მონტაჟი;
- კაბელირება და საკაბელო კონსტრუქციების მონტაჟი;
- დამიწების და მეხამრიდის სისტემის მონტაჟი;
- გენერატორის მონტაჟი;
- უწყვეტი კვების წყაროს მონტაჟი;
- ელექტრო გამანაწილებელი ფარების აწყობა და მონტაჟი;
- განათების სისტემის მონტაჟი;
- როზეტების და ჩამრთველების მონტაჟი;
- სახანძრო სიგნალიზაციის სისტემის მონტაჟი;
- ვიდეო სამეთვალყურეო სისტემის მონტაჟი;
- გახმოვანების სისტემის მონტაჟი;
- შენობის ცენტრალიზებული მართვის სისტემა (BMS) მონტაჟი და პროგრამირება;
- გაყიდვების შემდგომი მომსახურება;
პროექტების
მართვა
კომპანისს გამოცდილი საინჟინრო გუნდი უზრუნველყოფს დამკვეთის მოთხოვნაზე მორგებული, ეფექტური გადაწყვეტის ჩამოყალიბებასა და პროექტის დათქმულ ვადებში ჩაბარებას. სამუშაოების მიმდიანრეობისას პროექტის მენეჯერი უზრუნველყოფს რეგულარულ ანგარიშგებას დამუდმივ კომუნიკაციას მომხმარებელთან.
კომპანიას, შესრულებული პროექტების მოთხოვნებიდან გამომდინარე, საერთაშორისო ხელშეკრულებების (RIBA) კუთხით დიდი გამოცდილება გააჩნია.
სამონტაჟო
სამუშაოების სპეციფიკა
კომერციული, სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ტიპის პროექტებისთვის სამონტაჟო სამუშოები სპეციფიურობით გამოირჩევა.
"ინსტას" მრავალწლიანი გამოცდილება მოიცავს სხვადასხვა სირთულის პროექტების შესრულებას, შესაბამისად ჩვენს საინჟინრო გუნდს მრავალპროფილური გამოცდილება გააჩნია სხვადასხვა კომპლექსური პროექტების შესასრულებლად.
პროფესიონალი ელექტრიკოსების, ტექნიკოსებისა და ინჟინრებუს გუნდი ყოველთვის მზად არის თქვენი პროექტის წარმატებით შესრულებისთვის.
შესყიდვები და
მასალების მიწოდება
საქართველოს მასშტაბით, "ინსტა" ფლობს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ყველაზე დიდ ლოჯისტიკურ ცენტრს(3000მ2), სადაც მუდმივ მარაგშია 8000-ზე მეტი დასახელების ელექტროსამონტაჟო მასალა.
არსებული მარაგები მიმდინარე პროექტების დროულად და ხარისხიანად შესრულების მყარი გარანტია, რაც კომპანიას კონკურენტუნარიანს და მოქნილს ხდის პროექტების შემჭიდროებულ ვადებში დასრულების თვალსაზრისით.