ავტომატიზაცია - კომპლექსური მომსახურება

"ინსტა" ავტომატიზირებული მართვისა და კონტროლის მიმართულებით მომსახურებათა ფართოსპექტრს სთავაზობს მომხმარებელს:

  • კონსულტაცია;
  • პროექტირება;
  • პროგრამული უზრუნველყოფა;
  • ძალოვანი და მართვის ფარების აწყობა;
  • ელექტრო სისტემების მონტაჟი და ექსპლუატაცია;

ჩვენი სერტიფიცირებული ინჟინერ-სპეციალისტთა გუნდი მზად არის ნებისმიერი სირთულის ამოცანის გადასაჭრელად.

შენობის მართვის სისტემა (BMS)

თანამედროვე და ეფექტური მართვა

მსოფლიოში მიმდინარე ტექნოლოგიური ცვლილებებიდან გამომდინარე, შენობის მართვის სისტემა (BMS) სხვადასხვა ტიპის შენობების მენეჯმენტის განუყოფელი ნაწილია.

BMS სხვადასხვა ქვესისტემების ინტეგრირებისა და მართვის საშუალებას იძლევა, როგორებიცაა:

  • HVAC (გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია);
  • ელექტროენერგიის აღრიცხვიანობა;
  • კვების მართვა;
  • სახანძრო უსაფრთხოება;
  • დაცვის სისტემა;
  • განათების მართვა;
  • და ა.შ.;

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, კარგად დაგეგმილ BMS სისტემას შენობის ექსპლუატაციაში გაშვებისთანავე შეუძლია ენერგიის დახარჯების 30%-მდე შემცირება.

სიმენსი - BT გადაწყვეტილებების პარტნიორი

Siemens Building Technologies-ის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში და საქართველოსმასშტაბით მრავალი კომერციული შენობისთვის დააპროექტა, დანერგა დაშეასრულა Desigo CC™ -ზე დაფუძნებული შენობის მართვის სისტემა

ინდუსტრიული ავტომატიზაცია

წარმოების დანახარჯების მინიმიზაცია პროდუქტიულობის ზრდის ხარჯზე

ინდუსტრიული ავტომატიზაციის კუთხით ინსტა მსოფლიოში წამყვანი ბრენდის, Siemens-ის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში.

კომპანია გთავაზობთ საწარმოო პროცესების ავტომატიზაციას, მოდიფიცირებას, საექსპლუატაციო და ტექნიკურ მომსახურებას, რომელიც უზრუნველყოფს:

  • სარგებლისა და პროდუქტიულობის ზრდას;
  • რესურსების მართვის ოპტიმიზაციას;
  • აქტივების ეფექტურად მართვას;
  • უსაფრთხოების რისკების შემცირებას.

ინსტა დაგეხმარებათ მასშტაბური, აპრობირებული და თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული გადაწყვეტის მიღებაში.

ჭკვიანი სახლი

თანამედროვე ცხოვრების სტილი კომფორტის მაღალი დონით

ჭკვიანი სახლი მოწყობილობები ერთიანი ავტომატიზირებული სისტემაა, რომლითაც შესაძლებელია რუტინული პროცესის თავიდან არიდება და სახლის დისტანციურად მართვა ნებისმიერი წერტილიდან.

ფუნქციონალი თქვენს სახლს უფრო დაცულს, ენერგოეფექტურსა და კომფორტულს გახდის:

▪️განათება;
▪️დაშვების კონტროლი;
▪️კლიმატ კონტროლი;
▪️უსაფრთხოების სისტემა;
▪️ავტომატური ფარდა-ჟალუზი;
▪️აუდიოსისტემა;

ინსტას ტექნიკური ინჟინრები KNX სტანდარტის სერტიფიცირებული ინტეგრატორები არიან, რომლებიც დაგეხმარებიან თქვენს მოთხოვნაზე მორგებული გადაწყვეტის შექმნაში.

Smart House Functions