ჩვენ შესახებ

"ინსტა" საქართველოში მოქმედი ელექტრო სისტემების პროექტირებისა და სრული ელექტრო გადაწყვეტილებების მიმწოდებელი კომპანიაა. ჩვენ გთავაზობთ, ეფექტურ ელექტრო გადაწყვეტილებებს კომერციული, საცხოვრებელი და  ინდუსტრიული დანიშნულების სხვადასხვა პოექტებისთვის.

ადგილობრივი ბაზრის 26 წლიანმა  კვლევამ და პროფესიული კომპეტენციის ზრდამ, შესაძლებლობა მოგვცა შეგვემუშავებინა კლიენტზე ორიენტირებული მიდგომა. 

თქვენს პროექტებში ჩვენი ჩართულობით , მაქსიმალურ სარგებელს მიიღებთ გამოცდილი ინჟინრების, ელექტრიკოსებისა და პროექტის მენეჯერების გუნდისაგან, რომელიც საერთო მიზანს ემსახურება -  დროულად მიიღოთ ეფექტურად დასრულებული პროექტი. 

ჩვენი სამუშაო ეთიკა ეფუძნება: 

  • ხარისხზე ორიენტირებას; 
  • ხარჯების ოპტიმიზაციას; 
  • მოქნილობას; 
  • კეთილგანწყობას; 
  • კომუნიკაციას; 
  • საიმედოობას; 

ჩვენი
მისია

ადგილობრივ ბაზარზე მოქმედ კომპანიებს შევთავაზოთ მაღალი ხარისხის, უსაფრთხო და თანამედროვე გადაწყვეტილებები და პროდუქტები. 

კომპანიის მიზანია განათლების ხელშეწყობა და კომპანიის საქმიანობის არეალის ზრდა, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი რეგიონის მასშტაბით.

სამონტაჟო და საპროექტო სამუშაოები

ელექტროსამონტაჟო სამუშაოების  დაგეგმვა და შესრულება ხორციელდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.  

ჩვენი პროექტების მართვის გუნდი აანალიზებს თითოეულ პროექტს და განსაზღვრავს მის მოცულობას.  ნახაზებისა და სქემების მომზადების, განხილვისა და დეტალიზაციის შემდეგ ხდება მასალების შესყიდვა, მონტაჟი და სისტემების ექსპლუატაციაში ჩაშვება. 

ძალოვანი და მართვის ფარების წარმოება

დაბალი და საშუალო ძაბვის გამანაწილებელ, ავტომატიზაციისა და მართვის ფარებს კომპანია საკუთარი ძალებით აწარმოებს.

ფარების წარმოება ხორციელდება როგორც პროექტებისთვის, ასევე საცალო დაკვეთებისთვის. 

ფარების წარმოების პროცესი მოიცავს დეტალური ტესტირების ეტაპს.

საცალო და
საბითუმო გაყიდვები

ჩვენს ლოჯისტიკურ ცენტრში არსებული ელექტროსამონტაჟო მასალების ფართო ასორტიმენტი და გაყიდვების პროფესიონალთა გუნდი, უზრუნველყოფს კომფორტული გარემოს შექმნას საქართველოში მოქმედი წამყვანი კომპანიებისთვის.

ჩვენი ისტორია

  • 1998

    ინსტა პირველად დარეგისტრირდა სამი თანამშრომლის შემადგენლობით. ამავე წელს ინსტას პირველი მსხვილი კლიენტი გახდა "თბილკომბანკი" . 

  • Jul 24, 2018

    2000

    ინსტას პირველი მონაწილეობა საერთაშორისო გამოფენაზე ქ. ბაქოში.

  • 2005

    ინსტას პირველი სპეციალიზირებულილექტრო საქონლის მაღაზია "Insta Profi Market" ქ. თბილისში.

  • Jul 20, 2011

    2011

    ინსტა გახდა SIEMENS Building Technologies ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, შენობის მართვის (BMS) და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების კუთხით.

  • 2012

    ექსპლუატაციაში შევიდა ინსტას ახლადაშენებული ლოჯისტიკური ცენტრი და გამანაწილებელი ფარების საამქრო.

  • Jul 20, 2018

    2014

    ინსტას  მიენიჭა ISO 9001-ის (TÜV Süd) ხარისხის მართვის სერტიფიკატი .

  • 2016

    პერსონალის რაოდენობის რდასთან ერთად, გააფართოვდა და განახლდა ინსტას სათაო ოფისი. 

  • Aug 6, 2018

    2018

    ინსტა გახდა საქართველოსა და სომხეთში Siemens-ის ოფიციალური დისტრიბუტორი დაბალი ძაბვის, ძრავების მართვისა და ინდუსტრიული ავტომატიზაციის კუთხით

  • 2018

    ინსტამ აღნიშნა დაფუძნებიდან 20 წელი. 

  • Jun 22, 2023

    2019

    დაარსდა ინსტას შვილობილი ბრენდი - დილაითი, რომელიც განათების მიმართულებით სრულ სერვისს და სანათების ფართო არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს.

  • May 31, 2023

    2023

    ინსტამ დაფუძნებიდან 25 წელი აღნიშნა.

    Insta celebrates 25 years since its founding.