კომპანია ინსტა დაარსდა 1998 წლის თებერვალში. კომპანიის პროფილია ელექტრობა, ტელეკომუნიკაცია და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები. კომპანია აწარმოებს გარე და შიდა ელექტრული ქსელების, სატელეკომუნიკაციო და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების საპროექტო და სამონტაჟო სამუშაოებს, როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე ინდუსტრიული ობიექტებისათვის.

ინსტა-ს გააჩნია საწყობი და სპეციალიზირებული მაღაზიები თბილისში.

კომპანია EATON (MOELLER)-ის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში, ასევე კომპანია Lapp-Kabel (კაბელები), კომპანია Siemens, კომპანია JUNG (ჩამრთვლების და როზეტების სისტემები), კომპანია MENNEKES (ჩანგლები და როზეტები), კომპანია Schneider Electric, კომპანია TYCO Electronics (ქუროები და საიზოლაციო მასალა), კომპანია PHOENIX CONTACT (კლემები) და RZB (სანათები).

ინსტა თანამშრომლობს ისეთ კომპანიებთან როგორებიცაა NORTEL (სატელეკომუნიკაციო სისტემები), SCHRACK SECONET (ხანძარსაწინააღმდეგო სიტემები), Draka Kabel (კაბელები),F-Tronic, Hensel, Arnocanali, OBO Bettermann, KOPOS, Greenpower(გენერატორები),ORTEA (სტაბილიზატორები და ტრანსფორმატორები), BEZ (ტრანსფორმატორები),OMS (სანათები) და სხვა.

ინსტა-ს სპეციალისტების გუნდი, რომელიც მენეჯმენტისა და 88 კვალიფიცირებული მუშაკისგან შედგება, ევროპული სტანდარტების შესაბამისად ახორციელებს სამონტაჟო და საპროექტო სამუშაოებს.

ინსტა-ს ინჟინრები წელიწადში ორჯერ ესწრებიან EATON (MOELLER)-ის მიერ გერმანიასა და ჩეხეთის რესპუბლიკაში ორგანიზებულ სასწავლო კურსებს, სადაც ტექნიკური წვრთნის მეშვეობით EATON (MOELLER)-ის სიახლეებსა და ახალ პროდუქციას ეცნობიან.

სისტემური გადაწყვეტილებების შეთავაზებისას ინსტა EATON (MOELLER)-ის ტექნიკური განყოფილების მხრიდან ტექნიკური უზრუნველყოფის სრულ გარანტიას იძლევა.

კომპანია ინსტა რეგულარულად მონაწილეობს მნიშვნელოვან გამოფენა-გაყიდვებში.
© 2013